კახეთში გაუპატიურებული პირველკლასელის მშობლებს მოძღვარმა ურჩია, პოლიციისთვის არ მიემართათ

Image

თანასკოლელების მიერ კახეთის ერთერთ სკოლაში გაუპატიურებული პირველკლასელი ბიჭუნას მშობლებს მოძღვარმა ურჩია, მომხდარი პოლიციისთვის არ ეცნობებინათ, სკოლის დირექტორმა კი ფაქტის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა, "რადგან ბავშვს არ ეტყობოდა, რომ ნაწვალები იყო". - ამ ამბის დაწვრილებით აღწერას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" აქვეყნებს.

 

კახეთის ერთ–ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლეებმა გააუპატიურეს – ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ–ერთმა პედაგოგმა მას შემდეგ აცნობა, რაც მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა დანაშაული დამალეს, პოლიციას კი სკოლის დირექტორმაც არ მიაწოდა ინფორმაცია. სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ მან ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო, თუმცა არც პოლიციისთვის მიუმართავს და არც სოციალური მუშაკებისთვის, რადგან „ბავშვს არ ეტყობოდა რომ ნაწვალები იყო“. 

 

 

წყაროს ინფორმაციით, დანაშაულის სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა სოფლის მაცხოვრებლებმა მსხვერპლის მშობლების გარდა, სკოლის წარმომადგენლებსაც აცნობეს. მისივე თქმით, დაზარალებული ბავშვის მშობლებმა მომხდარის შესახებ ინფორმაციის გახმაურებისგან თავი შეიკავეს და დახმარებისთვის სოფლის მოძღვარს მიმართეს. წყაროს თქმით, მოძღვარმა მათ ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ.

 

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში მოძღვარმა არ დაადასტურა, რომ მან მომხდარის შესახებ რაიმე იცის. „არც გამიგია ეგ ამბავი. როდის მოხდა? არ ვიცი. ჩემთვის არავის მოუმართავს. რომ გამეგო, მე თვითონ მივმართავდი პოლიციას“, – განაცხადა მოძღვარმა.

 

 

წყაროს ცნობით, სკოლის დირექტორს მომხდარის შესახებ პედაგოგებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მან ჭორის დონეზე გაიგო.

 

სტატია სრულად

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !