
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ, "გამომძიებელი რეპორტიორის" სტუდიის მომზადებულ ფილმში "ვინ შეუკვეთა მკვლელობა ვერეს" აღნიშნულია, რომ კრიზისების მართვის საბჭოს გადაწყვეტილებით, მდინარე ვერეს კანალიზაციის კოლექტორი მიუერთეს ისე, რომ ამის შესახებ მდინარის შუაწელში მდგარმა მოხალისეებმა არაფერი იცოდნენ.
„მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწოდებია.
გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ქვეყანაში ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება რა რისკს შეიცავს“, - აღნიშნულია ფილმში.