Booking.com–ზე საქართველოში დაჯავშნილი ბინების 60%-ზე მეტი მოიხსნა

Image

"კომერსანტი" წერს, რომ ბინა–სასტუმროთა ქსელები ტურისტების რაოდენობის მკვეთრ, 60%–იან შემცირებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ.

 

ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, ყველა ზომა იხმაროს, რათა დაანახოს მსოფლიოს, რომ თბილისში არცერთი მტაცებელი ცხოველი თავისუფლად არ დადის და ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ბიზნესს ამ სეზონზე ჩავარდნა ემუქრება. 

 

საქართველოში „ბუქინგ.ქომის“ საშუალებით დაჯავშნილი ბინა–აპარტამენტების 60%–ზე ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯავშანი მოიხსნა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ამ სფეროში დაკავებულმა ადამიანებმა აცნობეს.

 

ბინა–სასტუმროთა ქსელ „გლობუსის“ დამფუძნებლის მაია მაჭარაშვილის თქმით, ინტერნეტით გაკეთებული ჯავშნის მოხსნის მიზეზები მისთვის უცნობია, თუმცა ის ვიზიტორები, რომლებმაც ბინები უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან დაჯავშნეს, ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მტაცებელი ცხოველების ზოოპარკიდან გაქცევის შესახებ შეიტყვეს.

 

მაია მაჭარაშვილი ამბობს, რომ თუ უახლოეს დღეებში ხელისუფლება ვერ წარადგენს დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომ თბილისში მტაცებელი ცხოველები თავისუფლად არ დადიან და ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა, ქალაქი ტურისტებისგან დაცარიელდება.

 

„მივმართავ სპეციალურ სამსახურებს, გაააქტიურონ სამძებრო სამუშაოები, თორემ სულ მალე თბილისში ტურისტი აღარ დარჩება. ასევე ვთხოვ ტურიზმის ადმინისტრაციას, უფრო აქტიურად იმუშაოს. სინამდვილისგან შორსაა იმ ექსპერტების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯავშნები უმნიშვნელო რაოდენობით ან სულაც არ გაუქმებულა. ჩვენს კომპანიას ჯავშნების 60% მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში გააუუქმეს, სტუმრები პრაქტიკულად არ ჰყავთ ასეთივე ტიპის სხვა კომპანიებს. ტურიზმის ადმინისტრაციის საიტზე და ფეისბუქის გვერდზე კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტურისტების დაბინავებას ვერ ავუდივართ. ვერ გეტყვით რა ვითარებაა მაღალი კლასის სასტუმროებში, მაგრამ ტურისტული ბიზნესის მამოძრავებელი სწორედ ჩვენი ტიპის, მასობრივ ტურისტებზე გათვლილი სასტუმროებია. ამ სფეროში კი ვითარება უკვე საგანგაშოა,“ – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

ამ ეტაპზე ვიზიტორები არ ჰყავს ამ სფეროში დასაქმებულ კიდევ ერთ მეწარმე ნატა შანიძეს, რომელიც ამბობს, რომ თბილისში ჩამოსვლაზე უარი თქვეს იმ ტურისტებმა, რომლებიც ამ დღეებში აპირებდნენ გამომგზავრებას. სტიქიური უბედურებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ეჭვებთან ერთად მდგომარეობას ამინდის ცუდი პროგნოზიც ართულებს – ტურისტები ტურების დაგეგმვისას ყოველთვის ითვალისწინებენ ამინდის პროგნოზს. უახლოესი დღეების პროგნოზი კი არასახარბიელოა.

 

"კომერსანტი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !