
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე საბჭოს წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას შეეხო. პატრიარქმა დადებითად შეაფასა კრიზისულ სიტუაციაში საბჭოს მუშაობა და საბჭოს აპარატის წევრები დალოცა.