
ქეთი დუმბაძე „ფეისბუქზე“ სტატუსს აქვეყნებს და იმ პერიოდს იხსენებს, როცა ის და მისი ქმარი ახალი გზისა და მდინარე ვერეს გადაკვეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ:
„700 ხე მოჭრეს, "ვერარეჩკა" "ტრუბებში" გაუშვეს და მზიურის შეაგულში, ეკლესიასავით, პოლიცია წამოჭიმეს. აი, ასეთი ჭკუით მართავდნენ ქვეყანას!
ახლა იძახიან, პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, მკლავები უნდა დავიკაპიწოთ და ვიმუშავოთო; 400 კაციანი ჯგუფი შევქმენით და ოპოზიციის სახელით რიგით მოქალაქეებთან ერთად ვიმუშავებთო. კიდევ პიარის თავი აქვთ ამ უტიფრებს. კიდევ ვიღაცის სახელით უნდათ ქულების დაწერა. არ გამიკვირდება, თუ ყველაფერს "უნიათო " მთავრობას დააბრალებენ.
ჩემი ქმარი დასკვნებით და მეცნიერებთან ერთად რომ დარბოდა მზიურში ახალი გზის და ვერეს გადაკეთვის წინააღმდეგ და აქციებს მართავდა - სულ ინტრიგანი და მიკერძოებული უძახეს. რომ ვერ გააჩერეს, სრული იგნორირება გაუკეთეს, მეცნიერებიის და აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი გადაიბირეს და გააკეთეს ის, რაც საბოლოოდ უნდოდათ და რაც ზემოთ დავწერე.
ყველა ეს საბუთი ახლა ჩეს სახლშია. არ გადაგვიყრია. რომ ნახოთ რამხელა ბრძოლა მიმდინარეობდა, გული გაგისკდებათ (დღევანდელი გადასახედიდან). ამათთვის ეს ხალხი, ბებერი სკლეროტიკები, ბრიყვები და უსაქმურები იყვნენ, თავად კი - ნოვატორები. ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო - ვინც ეს თქვა, ისიც ალბათ სკლეროტიკი და უსაქმურია იყო !!!!!!!!“, - წერს მანანა დუმბაძე „ფეისბუქზე“ (სტილი დაცულია, - რედ.).