ყოფილი პროკურორი, ყოფილი „გაიშნიკები“, მებრძოლები ატო-დან: ვინ და რატომ მოხვდნენ ზღულაძის რეფორმირებულ საპატრულო პოლიციაში

Image

უკრაინაში საპატრულო პოლიციის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულებულია: 4 ივლისიდან კიევის ქუჩებში ახალი საპატრულო პოლიცია, ახალი შემადგენლობით, ფორმითა და მანქანებით იმოძრავებს. 

 

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ამ რეფორმის მთავარი სულისჩამდგმელი და მამოძრავებელი საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძეა, რომელიც ერთადერთია უკრაინაში ტრანსპლანტირებული ყოფილი ხელისუფლების წევრებიდან, ვინც იგივე თანამდებობაზე მუშაობს, რაზეც საქართველოში იმყოფებოდა.

 

არც ისაა საიდუმლო, რომ ეკა ზღულაძეს უკრაინაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს, იმდენად მაღალი, რომ თვით „მაღალი“ სააკაშვილისასაც კი - ბევრად არ ჩამორჩება.

 

რასაკვირველია, საპატრულო პოლიციის რეფორმა მძიმედ და დაძაბულად დაიწყო და მიმდინარეობდა და ამ გზაზე მას როგორც ცალკეული დემარშები, გამოხტომები, ასევე, კურიოზებიც ახლდა.

 

ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეფორმაზე საუბარი იყო და პრაქტიკული საქმის კეთება არ იყო დაწყებული, ქართველი რეფორმატორები, მათ შორის ეკა ზღულაძეც, ჩვენი ინფორმაციით, უკრაინული „გაის“, იგივე სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლების არცთუ უანგარო ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ.

 

აი, როგორ ჰყვება ამ ამბავს ჩვენთან ერთერთი ქართველი, რომელიც ამ კურიოზის მოწმე გახდა, მაგრამ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა:

 

ერთხელ, მთელი დღის შემდეგ საღამოს თათბირით გადაღლილი ეკა ზღულაძე, გია გეწაძე და რამდენიმე სხვა ქართველი რეფორმატორი შინ ბრუნდებოდნენ და ერთი მანქანით იმგზავრეს. უკვე გვიანი ღამე იყო და კიევის გარეუბნისკენ მიმავალი ავტომობილი „გაიშნიკებმა“ გააჩერეს, თანაც, მსუყე ლუკმის მოლოდინში ხელებს იფშვნეტდნენ.

 

ზღულაძე და მისი მეგობრები სალონის უკანა სავარძელზე ისხდნენ, წინ მჯდომმა უკრაინელმა ადგილობრივმა კი „გაიშნიკების“ ინფორმირება გადაწყვიტა და მათ უკრაინულად უთხრა - ქართველები არიან სტუმრად, ვისაც, სხვათა შორის, თქვენი სამსახურის რეფორმაც ეხებათ და ემანდ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, ქრთამი არ მოითხოვოთო, თან საბუთები მიაწოდა.

 

იმას, რაც მერე მოხდა, უკრაინაში მყოფი ქართველები ანეკდოტის ნაცვლად ჰყვებიან: „გაიშნიკმა“ ქუდი ხელით დაიმაგრა, სალონში შეიჭყიტა და ხმამაღლა თქვა: „მაგ ქართველების გამო მალე მე სამსახურის გარეშე დავრჩები, ახლა კი ჩემს ხელში ხართ და აბა, ფული დაყაჭეთ!“, - თან ორჯერ მეტი „სტავკა“ დაუსახელა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მძღოლებს ართმევდა ხოლმე. ამამზე ქართველებს ბევრი უცინიათ, მაგრამ მზღოლს, თურმე, „სტავკის“ გადახდა მაინც მოუწია...

 

რასაკვირველია, დიდი ალბათობით, ის „გაიშნიკი“, რომელმაც მაში ქრთამი მოითხოვა, არ იდგა იმ საზეიმო მიღების ხაზზე, რომელიც 12 ივნისს კიევში მოეწყო და სადაც ახალ პოლიციელებს შს მინისტრმა და მისმა მოადგილემ მიმართეს, მაგრამ როგორც გამოსვლისას ეკა ზღულაძემ აღნიშნა, ახალ პოლიციელებში ორი ყოფილი „გაიშნიკი“ და კიევის ერთერთი რაიონის პროკურორი მოხვდნენ:

 

„თქვენს შორის არის ორი „გაიშნიკი“ და ერთი ყოფილი პროკურორი: გოგონა, რომელსაც თავის 28 წლის ასაკში ეყო გამბედაობა, ეთქვა: „მე არ მოავწერ ხელს ამ საქმეს!“ - მე ვამაყობ მისით და იმ ყოფილი „გაიშნიკებით“, რომლებმაც თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს. აქ არიან ასევე მებრძოლები ატო-დან, ისინი ფრონტიდან პირდაპირ აქ მოვიდნენ და მე ვამაყობ მათით, რადგან ეს ფრონტი არანაკლებ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია!“, - თქვა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

უნდა ითქვას, რომ საპატრულო პოლიციის პირად შემადგენლობაში კანდიდატურების შერჩევაში ზუსტად ის პრინციპი გამოიყენეს, როგორსაც, თავის დროზე, საქართველოში იყენებდნენ, როცა საპატრულო პოლიცია, არცთუ დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მაინც, ხალხის რჩეული იყო და მოსახლეობა მათ იმედის თვალით შეჰყურებდა.

 

კერძოდ, კანდიდატების შერჩევის დროს მათი ადამიანური თვისებები პრიორიტეტულად მიიჩნიეს. იმაზე, რომ ეკა ზღულაძე ძალიან აქტიურად, დეტალურად იყო ჩართული შერჩევის პროცესში, ისიც მიანიშნებს, რომ მინისტრის მოადგილემ თითქმის ყველა პოლიციელის პირადი საქმის დეტალები იცის და ეს გამოჩნდა კიდეც მიმართვის დროს:

 

„მე მინდა გიამბოთ კიევის პოლიციის ახალ უფროსზე, რომელსაც, ისვე, როგორც ყველა თქვენგანს, მეგობრად მივიჩნევ. საშა ფაცევიჩი ეროვნებით უკრაინელი არ არის. ის რუსია. მაგრამ მაშინ, როცა უკრაინას გაუჭირდა, მან თქვა: „მე ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის - უკრაინისთვის!“ და ფრონტზე წავიდა.

 

რასაკვირველია, ის ამისთვის იმსახურებს აპლოდისმენტებს, მაგრამ ახლა სულ სხვა რამ მინდა, გიამბოთ: როცა საშა იბრძოდა, მას ბევრად ნაკლები ხალხი ებარა, ვიდრე ახლა აბარია, მაგრამ პასუხისმგებლობა უფრო მეტი ჰქონდა, რადგან იქ სიცოცხლეს ადამიანები უფრო ხშირად კარგავენ... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მან ყველაფერი იცოდა თავისი მებრძოლების შესახებ.

 

იცოდა არამხოლოდ ის, თუ ვის ვინ უყვარს ან ვინ მოსწონს, იცოდა ისეთი დეტალებიც, როგორიცაა ის, რომ ერთერთი მებრძოლის შვილი საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა, რადგან ადგილები აღარ იყო. და როგორ მოიქცა საშა? მან აიღო რამდენიმედღიანი შვებულება, ჩავიდა იმ დასახლებულ პუნქტში, გამოცხადდა საბავშვო ბაღში და მეორე დღეს ამ ბავშვისთვის, რასაკვირველია, ადგილი გამოინახა... ეს არის ჩემთვის კარგი მეთაურის კრიტერიუმი...

 

თქვენთან ერთად, მთელი ამ ხნის განმავლობაში იყვნენ ინსტრუქტორები. რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები. რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ტესტების შედეგები, მათ შორის, ფსიქოლოგიურისაც, რომლებიც თქვენ გაიარეთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი შერჩევისას იყო ის შეფასებები, რაც თქვენ ერთმანეთის მიმართ გააკეთეთ. აი, ეს იყო მთავარი“, - თქვა ეკა ზღულაძემ საზეიმო მიმართვის დროს, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან შთამბეჭდავი ფოტოებიც გადაიღო, რომლებმაც სრულიად უკრაინული, რუსული და ქართული ინტერნეტსივრცე მოიარა...

 

კიევში საპატრულო პოლიცია 4 ივლისს გავა ქუჩებში. გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზისა არ იყოს, „მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორ დაამთავრა, კარგად მოგეხსენებათ“, ანუ, ვის-ვის და ეკა ზღულაძეს ეს ფრაზა ნამდვილად უნდა ახსოვდეს და არ უნდა დაუშვას ხალხისმხრიდან გამოხატული ნდობის კრედიტის (ამ ტერმინის გამოყენება თავად მას ძალიან უყვარდა და უყვარს) გაფლანგვა - პოლიციელებს „თავში არ უნდა აუვარდეთ“ ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ სიყვარულითა და აღტაცებით მიიღებს, როგორც წარსულის დავიწყებისა და განახლების სიმბოლოს.

 

ამასთან, არ უნდა მოდუნდეს კონტროლი: თვით პატარა საქართველოს პირობებშიც კი, როცა საპატრულო პოლიცია სწორედ ასე, ნაწილ-ნაწილ შედიოდა სხვადასხვა ქალაქში, შერჩევის მკაცრი პრინციპების მიუხედავბად, საპატრულო პოლიციაში იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ცხოვრება „ძველი წესებით“ გააგრძელეს და ფულის აღება არ მოიშალეს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მათ მაშინვე პოულობდნენ და ანეიტრალებდენ, მერე კი საპატრულო პოლიციის განყოფილებებში, სპეციალურ დაფებზე, ჩნდებოდა მათი პორტრეტები და ცნობა, რომ პატრული პოლიციელი გათავისუფლდა სამსახურიდან...

 

რასაკვირველია, დიდი იმედი არსებობს, რომ ამაზე კიევში უკვე იფიქრეს. ბოლოს და ბოლოს, ქართველი რეფორმატორებისთვისაც ხომ უფრო ადვილია უკვე განვლილ გზაზე ხელახლა სიარული, იმის გათვალისწინებით, რომ კარგად იცი, სად რა სიღრმისა და სიფართის ორმოა, რათა მას გვერდი აუქციო...

 

 

zgul-1.jpg

 

zgul-patrr.jpg

 

zgul-patrrrrul-1.jpg

 

zgul.jpg

 

zgul-ptrrrr.jpg

 

zgula-patr.jpg

eka-ukr.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !