
ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ ავარიის შედეგად ფოთი-სენაკის გზაზე. ავარია მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა და გზას კვეთდნენ.
მომხდარი ავარიის შესახებ შემთხვევის ადგილიდან "კურიერის" კორესპონდენტი იტყობინება. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. დედა და ორი ბავშვი ადგილზევე დაიღუპნენ, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობაშია და ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.