
იმის გამო, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს, შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა კახა ნაკანმა საკანში ვენები გადიჭრა და, საბოლოოდ, 13 ჭრილობა მიიყენა. ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია დაინიშნა სამართალდამცველთა დაცვის ლიგაში.
კახაბერ ნაკანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 თებერვალს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კახაბერ ნაკანი, 7 სპეცრაზმელი და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დააკავეს.
"რუსთავი-2".