-
2015-04-16 15:46
როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე ამბობს, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა საქართველოში სირიელი ბავშვები ჩამოიყვანონ და ბანაკებში დაასვენონ.
„თემაა მათი განთავსება ქართულ ოჯახებში, ასევე ბანაკებში მათი დასვენების საკითხი. დეტალები გვაინტერესებს, რომ მზად ვიყოთ და გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები.“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში.
ამ საკითხზე ინიციატივას პრემიერმინისტრი სავარაუდოდ მთავრობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.
"რუსთავი-2"