
"რუსთავი-2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა უფროსმა კახაბერ ნაკანმა საკანში ვენები გადაიჭრა. დამატებით ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, კახა ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა 2015 წლის თებერვალში დააკავეს. კახა ნაკანს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს უფლებამოსილკების გადამეტებაში ედება ბრალი, რომელსაც ის ამ დრომდე არ აღიარებს.