11 წლის მედეა დავითურის გადასარჩენად (ვიდეო)

Image

11 წლის მედეა დავითურის სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას მობილიზებას სთხოვს ოთარ ბექაური, რომელმაც დღეს პრესკონფერენცია მედეას დედასთან ერთად ჩაატარა.

 

"დღეს პრესკონფერენცია ჩავატარეთ მე და 11 წლის მედეა დავითურის დედამ, ქალბატონმა ქეთი ბარბაქაძემ. ამ ბავშვს, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ნახეთ ვიდეო და დეტალურად გაიგებთ ყველაფერს.

 

დავრეკოთ ნომერზე - 0 901 700 189 მაგთიდან და ბილაინიდან. თუ ანგარიშის ნომრით დაინტერესდებით რომ თანხა გადაურიცხოთ ბავშვს, დაუკავშირდით მედეას დედას, Ketevan Barbakadze-ს ან მამას Malxaz Davituri და დეტალურად შეიტყობთ ყველაფერს", - წერს ოთარ ბექაური.

 

მედეა დავითურის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ წერილი "კვირის პალიტრამაც" გამოაქვეყნა. წერილში მედეას დედა დეტალებზე საუბრობს:

 

"ჩემი შვილი დაბადებიდან მართლა ულამაზესი იყო, ჭიკჭიკა და მხიარული... წლისა და 3 თვის რომ იყო, უკვე ისე კარგად დადიოდა, ბავშვებს მოსვენებას არ აძლევდა. ამ დროს წაიქცა და მაშინ დაიწო ჩემი უბედურება, - თავი დაარტყა. რამდენიმე ხანში ექიმებმა მითხრეს, სმენა დაკარგაო...

 

ძალიან განვიცადე, მაგრამ უსმენობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ამას არც არასოდეს დავიწუწუნებდი... მოკლედ, მაინც ბედნიერი დედა ვიყავი შარშან ზაფხულამდე... შარშან ბავშვები ბორჯომში პარკში წამოვიყვანე და მეც იქვე ჩამოვჯექი. მშვიდად ვიყავი, ოთხივეს ერთად რომ ვუყურებდი. უცებ მედეა წაიქცა, გული გადამიტრიალდა, თუმცა იმ წამშივე ადგა და თამაში გააგრძელა, მეც დავმშვიდდი...

 

ცოტა ხანში ისევ წაიქცა და ისევ ადგა. არ შემშინებია, რომელი ბავშვი არ იქცევა, მარტო ის გავიფიქრე, რა მოუსვენარია, წამდაუწუმ იქცევა-მეთქი. მაგრამ სახლში რომ მივიყვანე, მითხრა, - დედა, აი, ეს ადგილი მტკივაო და მარცხენა მხარზე დაიდო ხელი. დაძინებისას უკვე ისე სტკოდა, გამაყუჩებელის დალევა დასჭირდა.

 

იმ საღამოს ადვილად ჩაეძინა, მაგრამ მეორე დღეს მხარი უფრო ასტკივდა, ამბობდა ხელი დამიმძიმდა, მაღლა ვეღარ ვწევო და უცებ ფეხიც აითრია... ამას რომ შევხედე, ლამის წავიქეცი და ტელეფონს მივავარდი, მამამისსს დავურეკე თბილისში, - ამ წუთში წამოდი-მეთქი... რომ ჩამოვიდა, თავად ექიმია და გაფითრებულმა თქვა, ეს მარტივი ამბავი არ არის, თავშია პრობლემა, ნევროლოგიურიაო.

 

როცა ტომოგრაფიას იღებდნენ, ჩემი ქმარი იქ იდგა და მის სახეს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მივხვდი, რომ ენით აუწერელი უბედურება გვჭირდა, - მითხრეს, უკვე გაფანტული სკლეროზია ჩამოყალიბებული, ტვინის ნერვული დაბოლოებების ბოლოები, უკვე 7 ადგილას არის დაზიანებულიო... ამ საშინელებას არავის ვისურვებ! ჩვენ გარშემო ყველა შოკში ჩავარდა. შეეძლო თუ - არა, ყველამ რაღაც ფული ამოიღო ჯიბიდან და თურქეთში გაგვიშვეს.

 

იქაც იგივე დიაგნოზი დასვეს... ისეთი ტკივილია ეს დედისთვის აღაც კი ვიცი, ეს ჩემ თავს ხდება თუ სხვა ვინმე იტანს ამ ყველაფერს... გაფანტული სკლეროზი, ისეთი დაავადება, რომლის დროსაც ტვინი თავის ფუნქციებს ივიწყებს და ორგანოებიც უარს ამბობენ მუშაობაზე, საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჩემი შვილი სავარძელზეც ვეღარ დამაგრდეს... გონზე თანდათან მოვედი, არ ვიცი, არის კი ბუნებაში დედა, რომელიც იმიტომ არ არსებობს, რომ შვილი აცოცხლოს?

 

არავის დავუჯერე, ყველაფერი წავიკითხე, რისი წაკითხვაც შემეძლო, - ჩემს შვილს მძიმე დაავადება აქვს, მაგრამ შეიძლება ეს დაავადება ქრონიკულადაც აქციო, ანუ შემიძლია ვიბრძოლო და ჩემმა შვილმა იცოცხლოს. მე ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი, მაგრამ ეს ძალიან რთული ბრძოლაა, იმიტომ რომ ამას ბევრი ფული სჭირდება, ძალიან ბევრი ფული, რაც ჩვენ არ გვაქვს... მით უფრო რომ ამჟამად ჩემი ქმარი უმუშევარია...

ამ დაავადებას სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ 16 წლის ასაკიდან, ჩემს შვილს კი არ აფინანსებენ, ის 16 წლის ჯერ არ არის. ჩემმა შვილმა ის დაააშავა, რომ 16 წლამდე ვერ მიაღწია და 11 წლისა გახდა ავად. გეგონება ჩვენი უბედურება არ გვყოფნიდეს, ჩვენი ბრალი იყოს, რომ ჩემი შვილი მოზრდილობის ასაკამდე ვერ მივიდა და უფრო ადრე დავიღუპეთ. იმიტომ რომ ჩემმა გოგომ იცოცხლოს კვირაში ერთხელ ერთხელ სჭირდება ინტერფერონი, რომელიც 500 ლარზე მეტი ღირს.

 

წამლის ერთ ამპულას რომ ვიშოვით, მე და მამამისი იმის ნაცვლად, რომ ბავშვს ნემსის გაკეთების შემდეგ გვერდით ვედგეთ და წამლით გამოწვეული უმძიმესი რეაქციების გადატანაში ვეხმარებოდეთ, იმაზე ვიწყებთ სირბილს, როგორ ვიშოვოთ მეორე ინეიქციის ფული. მკურნალობის ამ კურსზე ჩემს შვილს სამ თვის განმავლობაში ყოველ კვირაში ერთხელ სჭირდება ინექცია. მეორე კურსი რომ დაეწყება, მერე კიდევ დასჭირდება..."

 

მედეა დავითურის დასახმარებლად:

 

საკონტაქტო ნომრები:
555537071
574443109


ეროვნული ვალუტა (ლარი)
მიმღები ბანკი: ს.ს. " საქართველოს ბანკი". კოდი: BAGAGE22
მიმღები: დავითური მედეა
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000851885700
პირადი ნომერი: 01611101881

Dollar
Intermediary Bank: Citibank N.A., New-York, USA; SWIFT: CITIUS33

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA 

Account: GE73BG0000000851885700

Personal Number: 01611101881

Euro
Intermediary Bank: Comerzbank, Frankfurt, Germany, SWIFT: COBADEFF 

Account With Institution: Bank Of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA

 

Account: GE73BG0000000851885700

 

Personal Number: 01611101881

POUND STERLING
Intermediary Bank: Citibank N.A. London, UK; SWIFT: CITIBG2L

Account With Institution: Bank Of Georgia

SWIFT: BAGAGE22

Beneficiary: DAVITURI MEDEA 

Account: GE73BG0000000851885700

Personal Number: 01611101881

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !