ჯანელიძე: "მუხათგვერდზე დაკრძალვის ცერემონია არ ყოფილა, ეს იყო დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება" (ვიდეო)

Image

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, რომელიც მან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემაში გააკეთა, მუხათგვერდის სასაფლაოზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიალი არ ჩატარებულა და ეს დნმ-ისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება იყო, რაც ნაკლებად პომპეზური და ნაკლებად მასშტაბური ღონისძიებაა.

 

თავდაცვის მინისტრის თქმით, "ეს ბიჭები ჩვენ დიდი ხნით ადრე დავკრძალეთ, ახლა კი მოხდა დნმ-ის ჩასატარებლად აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარება, ყველაფერი იყო ორგანიზებული ისე, როგორც მათ ხსოვნას ეკადრება, ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩემი მოადგილე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეები, ღონისძიებას თვით ამ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრების უმრავლესობაც არ ესწრებოდა, რადგან ეს მათთვის იარების ხელახლა განახლებაა. ეს იყო ექსპერტიზიდან დაბრუნებული ნიმუშების მიწისთვის მიბარების ჩვეულებრივი ცერემონიალი და არა დაკრძალვის ცერემონიალი".

 

მისივე თქმით, თავად ესწრებოდა "ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას" და ვერ შეძლო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, არასწორია ინტერპრეტაცია, "თითქოს ჩვენ რამე დავაკელით ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას". 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !