
ხუთმა ნასვამმა მოქალაქემ, რომლებიც თბილისში, ცხვედაძის ქუჩაზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარებას დახვდნენ, სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემა.
ადგილზე სასწრაფო მოქალაქის ფეხის ტრამვის გამო იყო გამოძახებული. როცა მძღოლი დაშავებულს რეანომობილში მოთავსების მიზნით ეხმარებოდა, მოქალაქეებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მომხდართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, მიმდინარეობს გამოძიება.