
მანდატურმა გიორგი მელიქიძემ 2 აპრილს პირველკლასელის სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ მანდატურის სამსახური იტყობინება.
„ბავშვს საწუწნი კანფეტი სასულეში გადასცდა, რომ არა მანდატურის გამბედაობა და პროფესიონალიზმი, ბავშვს სუნთქვა შეუჩერდებოდა.
თავად გიორგი მელიქიძე ფაქტს ასე იხსენებს: „ერთ-ერთი კლასიდან ყვირილის ხმა მომესმა, სასწრაფოდ იქით გავიქეცი, კლასში შევვარდი და დავინახე გალურჯებული ბავშვი. სიტუაცია მყისიერად შევაფასე და შევუდექი საქმეს. მესამე მცდელობაზე ბავშვს პირვანდელი სახის ფერი დაუბრუნდა და კანფეტი ღრუდან ამოუვარდა. ბავშვმა ამოისუნთქა და უკეთ იგრძნო თავი. დავრწმუნდი, რომ ბავშვი კარგად იყო და დავმშვიდდი“.
მანდატურის სამსახურის მანდატურებს გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების მოსამზადებელი კურსები, ეს ეხმარება მათ კრიზისულ სიტუაციებში დაიცვან ბავშვთა უსაფრთხოება. მადლობას ვუცხადებთ გიორგის სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის“, - ნათქვამია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.