ყვითელი მიკროავტობუსები ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ, ბალონი იატაკზეა მოთავსებული - დარტყმის ქვეშ მგზავრები არიან

Image

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ ლიდერი ვასო ურუშაძე სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს და ფოტომასალას ურთავს. მისი თქმით, თბილისში მოძრავი სამგზავრო ყვითელი მიკროავტობუსები მასობრივად გადაჰყავღ ბუნებრივ აირზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს.

 

„მეტიც, ფორდის მარკის მიკროავტობუსებში შეცვლილია ძრავიც, ნაცვლად ქარხნული ორიგინალი ფორდის ძრავისა, კუსტალურად დამონტაჟებულია მერსედეს ML-ის მარკის  მსუბუქი ავტომობილის ბენზინზე მომუშავე  მეორადი მოხმარების შიგაწვის ძრავი, რის შემდეგაც ხდება ასევე კუსტარულად მიკროავტობუსის ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე გადაყვანა, რაც მთლიანად იწვევს მიკროავტობუსის კონსტრუქციის დარღვევას.

 

კიდევ უფრო  საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნაცვლად შედარებით უსაფრთხო მეტალოპლასტიკური  ბუნებრივი აირის ბალონისა, ამ შემთხვევაშია გამოყენებულია ძველი რუსული სატვირთო ავტომობილის „გაზ-53“-ის  მოძველებული ჟანგბადის ბალონები,  რომელსაც ხშირ შემთხვევაში ამოწურული  აქვს  ექსპლუატაციის  ვადა და არსებობს მათი აფეთქების საშიშროება. 

 

ბუნებრივი აირის ბალონები დამონტაჟებულია ავტომობილის ძარის ქვედა ნაწილში, მიმაგრებულია იატაკზე, რაც ასევე არღვევს მიკროავტობუსის პარამეტრებს, მის კონსტრუქციას, ამცირებს მანძილს ავტომობილის იატაკსა და გზის სავალ ნაწილს შორის. 

 

ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქების შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მგზავრები აღმოჩნდებიან, ხოლო თუ მოხდა  აფეთქება, ეს  გამოიწვევს აალებას და მიკროავტობუსსზე ცეცხლის მოდებას, რითაც მივიღებთ სავალალო მდგომარეობას, ვინაიდან მიკროავტობუსს აქვს მგაზვრებისთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი კარი და ხშირ შემთხვევაში მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა გადაჭარბებულია.

 

საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს,  რომლითაც ხდება 7 ადამიანზე მეტის ტრანსპორტირება, ავალდებულებს  წელიწადში 2-ჯერ გაიაროს  სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკურ დათვალიერებას და მათი უსაფრთხოების  ხარისხის შემოწმებას. 

 

საქართველოში არც არსებობს არანაირი ტექნოლოგია და ტექნიკური სერვისი, რომელიც შეძლებს გაზზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების ნორმების შემოწმებას და ეს ყელაფერი იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გაზზე გადაყვანა არის საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა, რაც ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს მგზავრთა უსაფრთხოებას და მათ სიცოცხლეს.

 

ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და  მერიის სატრანსპორტო სამსახურს.  თბილისის მერიის არასწორმა პოლტიკამ გამოიწვია ის რომ,  ლარის დოლართან გაუფასურების მოტივით თბილისის მიკროავტობუსების კომპანიამ  მძღოლებს ყოველდღიური  მოსაკრებელი  გაუზარდა,  მძღოლებს კი შემოსავალი იგივე დარჩათ, რამაც აიძულა მძღოლები ეკონომიის მიზნით  გადაეყვანათ მიკროავტობუსები შედარებით ეკონომიურ,  ალტერნატიულ საწვავზე ბუნებრივ აირზე, რითაც საფრთხე ექმნება თბილისის ათასობით მოქალაქეს ყოველდღიურად.

 

იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, აუცილებელია თბილისის მერია დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით  და დროულად აღმოიფხვრას ეს მგზავრებისთვის საფრთხის შემცვლელი მავნე ტენდენცია, გაითვალისწინოს და მაქსიმალურად დაიცვას მიკროავტობუსის მძღოლების პოზიცია.

      

ცნება, რომ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც გადაგვყავს ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე და ის სრულად უსაფრთხოა სიმართლეს არ შეესაბამება. გაზზე გადაყვანილი ავტომობილები დროდადრო ახდენს ავტომობილის აგრეგატების და ძრავის სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ასევე გარკვეული დროის შემდეგ, გაზის ბალონის დატუმბვის რაოდენობის მიხედვით, ბალონს გასდის ექსპლუატაციის ვადა და თუ არ მოხდება დროულად ბალონის გამოცვლა, შესაძლოა, ფატალური შედეგი მივიღოთ. ნებისმიერი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოდგენილია შეკუმშულ მდგომარეობაში, წარმოადგენს პოტენციურ ბომბს. 

 

საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების   რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, ეხლა ამას დაემატა თბილისის ნახევრად მუნიციპალური ტრანსპორტი, მიკროავტობუსები. შესაძლოა ჩვენს ავტომობილებში ნაღმი იმალებოდეს,  ეს საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებსა და მგზავრებს, არამედ მის გარშემო მოძრავ ობიექტებსაც, რადგან ამ ბალონების მასობრივ სკდომას  ვერ გამოვრიცხავთ, - აცხადებს ვასო ურუშაძე. 

 

marshr.jpg

marshrrr.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !