„ერთად შევეგებოთ ევროპას“ - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კამპანია

Image

"ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი" მოქალაქეებს ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ მიაწვდის.

 

საინფორმაციო კამპანიის მიზანია მოქალაქეებს გაუმარტივდეთ ინფორმაციის მიღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ.

 

ერთ-ერთი საინფორმაციო ცენტრის გახსნის ღონისძიება 31 მარტს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ.

 

"ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან" ერთად სკოლას ესტუმრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე გოჩა ზეიკიძე.

 

"ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ და გადასცეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოცემული წიგნი-„მოდი, გავიცნოთ ევროპა“. 

 

ამასთან, მოსწავლეებმა თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი „მოგზაურობა ევროპაში“ ნახეს. სტუმრებმა მოსწავლეებთან ერთად ააწყვეს ევროპის პოლიტიკური „რუკა-პაზლი“ და გააფერადეს ალბომი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული დროშებით. „პაზლი“ და ალბომი „გააფერადე ევროკავშირი“ -საგანგებოდ "ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრისთვის" დამზადდა.

 

ევროკავშირის მაგნიტური რუკის საშუალებით პროექტ „ერთად შევეგებოთ ევროპას“ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ევროკავშირის გაფართოების ეტაპები აჩვენეს. მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში „რამდენად კარგად ვიცნობთ ევროპას.“ ვიქტორინის გამარჯვებულ მოსწავლეებს სტუმრებმა სამახსოვრო პრიზები გადასცეს.

 

"ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი" დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მოსწავლეებს, სტუდენტებს, სოფლად მცხოვრებლებს, ექსპერტებსა და ბიზნესმენებს სთავაზობს ყოვლისმომცველ ინფორმაციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის შესახებ. მიმდინარე წელს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრის ავტობუსი იმოგზაურებს საქართველოს ყველა რეგიონში და ესტუმრება 140 სკოლას.

 

წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 1954 ოჯახი (6433 ადამიანი) ცხოვრობს. ეს ყველაზე დიდი დასახლებაა იმ ოცდათვრამეტი დასახლებიდან, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილები ჩაასახლა.

 

წეროვანის დასახლებაში 2001 კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი სახლია. დასახლება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. კერძოდ, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილის კომპონენტით (IDP II Programme), რომლისთვისაც 51 მილიონი ევრო დაიხარჯა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !