თურქი ბიზნესმენები საპატრულო პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

Image

ახალციხეში საქმიანი მოლაპარაკებებისათვის ჩამოსული თურქი ბიზნესმენები, საპატრულო პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

 

მათ დასახმარებლად ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილს უკვე მიმართეს. ადვოკატი ახალციხის ტელეკომპანია “მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ საპატრულო პოლიცია ბიზნესმენებს ყოველდღიურად დაყვება და უსაფუძვლოდ აჯარიმებს.

 

მათ  მიმართ საპატრულო პოლიციის მხრიდან  უკვე ოთხი ჯარიმაა გამოწერილი. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, თურქი ბიზნესმენები ახალციხეს ესტუმრნენ, რადგან დაათვალიერონ და გადაწყვიტონ რა კუთხით დააბანდებენ რეგიონში თავიანთ ინვესტიციებს, თუმცა სამართალდამცველები ამის უფლებას არ აძლევენ.

 

თურქი ბიზნესმენები, უკვე ოთხი დღეა ახალციხის ციხეში ერთ–ერთ სასტუმროში არიან დაბინავებულნი.

 

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ქმედებები გამიზნულად ხდება, რათა ნაკლები იყოს, როგორც ახალციხის ციხეში, ისე, რეგიონში ტურისტების რაოდენობა.

 

ადვოკატი და თურქი ბიზნესმენები საჩივარს უკვე ამზადებენ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში შესატანად.

 

ბიზნესმენების ბრალდებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე არიან დაჯარიმებული და ისინი აღნიშნულს თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

 

წყარო: "მეცხრე არხი", ახალციხე

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !