
„გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ - პარასკევს, 27 მარტს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გახსნილად გამოაცხადებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს თემაზე „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“.
პრესკონფერენცია ჩატარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ბატონი, ბორის იაროშევიჩი. დასაწყისი 12:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართეთ:
ჯუზეპე ვასკესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კომუნიკაციის მენეჯერი: Giuseppe.Vasques@eeas.europa.eu
თენგიზ გოგოტიშვილი, "ერთად შევეგებოთ ევროპას" ჯგუფის ხელმძღვანელი Tengiz.Gogotishvili@uk.ecorys.com (+995 99511398)
ნინო ძანძავა, "ერთად შევეგებოთ ევროპას" ექსპერტი კულტურის საკითხებში Nino.Dzandzava@uk.ecorys.com (+995 99 64 06 89).