რატომ უწოდა შალვა რამიშვილმა საქართველოს მოსახლეობას „შტერი ხალხი“

Image

„ვერსიასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „იმედში“ არსებულ სიტუაციაზე, საკუთარ გადაცემებზე და დაკარგულ მუღამზე საუბრობს.

 

როგორც თავად ამტკიცებს, მაღალი ანაზღაურების ხიბლში სულაც არაა, უბრალოდ, ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ და ამიტომ, აღარც ,,აკრედიტაციის გარეშე''-ა საჭირო, აღარც - წინააღმდეგობა და პროტესტი.

 

- პატარკაციშვილის ოჯახს  არხის საინფორმაციო პოლიტიკაზე  ზეგავლენა არ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, მხოლოდ ის შემიძლია ვივარაუდო, რომ ხალხს საკუთარი ბიზნესი აქვს, კარგად უძღვება და პოლიტიკაში მოსვლის სიმწარეც კარგად ახსოვს, ამიტომ არ მგონია, რომელიმე მხარეს დადგომა სურდეს.

 

... ნაციონალებზე გაცილებით ნაკლებად ვხუმრობ, რადგან მეტ მიზეზს მთავრობა იძლევა.

 

... ჩემს გადაცემაში სტუმრად ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მოდის. ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობები რადიკალურად შეიცვალა. აღარ ვარ ჩინოვნიკი, რაც ძალიან მახარებს.

 

,,აკრედიტაციის გარეშე'' - ამ გადაცემის მიზანი  სააკაშვილის მმართველობის დამთავრება იყო. როცა ეს ამოცანა შესრულდა, მუღამიც გამიქრა. ვისაც უნდა, ადგეს და გააკეთოს ეს გადაცემა, უბრალოდ, მე მუღამი აღარ მაქვს.

 

... ბევრი შეცდომის მიუხედავად, ქვეყნის ყოფნა- არყოფნის საკითხი არ დგას. მაშინ ეს წმინდა ჟურნალისტიკაც არ იყო, ბრძოლა იყო. საჯაროდ ვაცხადებ, ვისაც სურს, ეს გადაცემა გააკეთოს, ვჩუქნი!

 

გადაცემა იმიტომ აღარ გადის, რომ მოვიდა ხელისუფლება, რომელიც აღარ კლავს, არ ჩაგრავს.

 

გიორგი მარგველაშვილთან ყოფნისას, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები ხელფასი მქონდა. უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორი იყო ხელისუფლებაში ყოფნა და როცა მივხვდი, ყველა შტერს უფლება აქვს, გეძახოს, მე გიხდი ხელფასს ბიუჯეტიდანო, იმ წუთას მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ არის.

 

შტერ ხალხში ვგულისხმობ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ძალიან უჭირს და განსაკუთრებული აგრესია აქვს ხელისუფლებაში მყოფების მიმართ. ეს ხალხი ამბობს, ბიუჯეტიდან რომ იღებ ფულს, რომელსაც მე ვიხდი, უნდა მომემსახუროო.

 

...ზოგი გამწარებულია, ზოგი კი მართლა შტერია, რადგან ვერ ხვდება, ვის უნდა მიმართოს პრეტენზიებით. ხშირად ეს ადამიანები რაღაცებს დაუმსახურებლად გაბრალებენ, რაც არასწორია. ზოგადად, ყველაფერი ხელისუფლების ბრალი ვერ იქნება. ყველაზე დიდ დისკომფორტს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ საჯარო პოლიტიკაში ვგრძნობდი.

 

უსიამოვნო გრძნობაა, როცა ადამიანები რაღაცას დაუმსახურებლად გთხოვენ, როცა სამთავრობო გუნდის ნაწილი ხარ და სხვისი შეცდომებიც ავტომატურად მოგეწერება.

- ხელფასი რამდენი გქონდათ?

 

- ძალიან ცოტა, 3 500 ლარი...

 

- ახლა რამდენი გაქვთ?

 

- გაცილებით მეტი, თუმცა დაკონკრეტების ვალდებულება არ მაქვს.

 

- არა, მაგრამ მაღალი ხელფასიც ამ ,,შტერი'' ხალხის დამსახურებაა, რომელიც თქვენს გადაცემას უყურებს და რეიტინგს გიქმნით.

 

- GDS-ზე რას ფიქრობთ და ,,20/30''-ის დაბალ რეიტინგს როგორ ხსნით?.. რიტორიკა, რომ ამ გადაცემით ყველა უნდა გადაგვამზადონ დადაგვაკვალიანონ, თქვენთვის მისაღებია?

 

- ამაში ცუდი რა არის? მათი დადებული ანალიზი არ მინახავს, ამიტომ ჯერ დაგვაკვალიანონ და, თუ რამე არ მოგვეწონება, კონკრეტულ საკითხებზე მერე გავაკრიტიკოთ. ყველას აქვს უფლება, კრიტიკული აზრი გამოთქვას და ვალდებულნი ვართ, უფრო სწორად, კარგი იქნება, ამ კრიტიკას გარკვეული კომპლექსებისა და წინაპირობების გარეშე მოვუსმინოთ. მერე ვიდავოთ, რაც არ მოგვეწონება...

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !