-
2015-03-13 08:48
აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ კურსანტებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები ქაშუეთის ეკლესიაში გვიან საღამოს გადაასვენეს.
სასულიერო პირებმა ქართველი კურსანტების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი თავდაცვის მინისტრმა მიაგო და ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. მინდია ჯანელიძემ კურსანტების ოჯახს მათი სამხედრო მედალიონები გადასცა.
ქაშუეთში სამოქალაქო პანაშვილი დილიდან დაიწყება, რის შემდეგაც იოსებ მაკარიძეს თერჯოლაში, ხოლო ბესარიონ გორჯოლაძეს კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის კურსანტები ნიუ- ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალნენ.
