"სამოთხეში... ცხადია, სამოთხეში" - ბლოგერები პუტინს აშარჟებენ

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ არტემ მალდერის ბლოგპოსტს, რომელიც ვლადიმირ პუტინის გაუჩინარების შემდეგ აგორებულ ხმებს ეხება. 

 

"პუტინი ამაყად მიაბიჯებდა ღრუბლებში და სსრკ-ს ჰიმნს უსტვენდა.

 

„სამოთხეში“, - ფიქრობდა ის, - „რა თქმა უნდა, სამოთხეში. გუნდიაევი ხომ დამპირდა და დაიფიცა кгб-ს წესდებაზე, ანდროპოვის ავტოგრაფით, ეს კი დიდი სიწმინდეა“.

 

ფიქრებში უკვე ნათლად ხედავდა, რომ სამოთხის მასიური კარები ისეთივე დიდებულებით იღება, როგორც კრემლის სასახლის კარი გაიღო და ის შეაბიჯებს სამოთხეში, როგორც თანასწორი. შესაძლოა, ტანდემიც გაიჩალიჩოს.

 

და მართლაც, კარები ნელ-ნელა გაიღო. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. გაღებული კარიდან არცთუ მაღალი ბერიკაცი გამოვიდა და კარი დაიხურა.

 

 

„პეტრე“, - გაიფიქრა პუტინმა, - „ნეტა, თუ მიცნობს?“

 

„ვლადიმირ ვლადიმირის ძევ, რა სასიხ... ესე იგი, რა სამწუხაროა... - თქვა პეტრემ. ხმაში ოდნავ სიყალბე იგრძნობოდა.

 

„მე თქვენთან უნდა ვიყო, ხომ?“, - ჰკითხა პუტინმა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენთან, მაგრამ ერთი რამეა... უმჯობესია, ჯერ იქ არ შეხვიდეთ“.

 

„საქმე ისაა, რომ ახლა იქ ყველაფერს „ციური ასეული“ და АТО-ს მებრძოლები წარმართავენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი ფრთებითა და მახვილით აღჭურვეს და ისეთ დღეში არიან... მოკლედ, ყველა თქვენიანი ჯოჯოხეთშია გაქცეული, თქვენც არ გაგაჩერებენ აქ დიდხანს“.

 

"რა უნდა ვქნა?“

 

„ასეთი ფორს-მაჟორი ჩვენი ბრალია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ორ ადგილს, სადაც შეგიძლიათ წახვიდეთ. შეგვიძლია დაგაბრუნოთ ყირიმში, უბრალო პენსიონერის სტატუსით ან გაგიშვათ ჯოჯოხეთში“.

 

რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი მირჩევნია, მანდ საფიქრალიც არაფერია“, - უპასუხა პუტინმა.

 

„მაშინ, გაგაცილებთ“, - უთხრა პეტრემ და ლიფტისკენ ანიშნა.

 

„როცა ლიფტი, რომელშიც პუტინი იჯდა, ნელა დაიძრა ქვევით, პეტრემ პირჯვარი გადაიწერა, ჩურჩულით წარმოთქვა: "Слава Украине! " და კარისკენ დაიძრა.

 

„მოსკოვის ლიფტებს ჰგავს“, - ფიქრობდა პუტინი და ცდილობდა გამოეცნო, ვინ დახვდებოდა ლიფტის კართან: ჰიტლერი, სტალინი თუ რეიგანი.

 

ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო.

 

ზედ ლიფტის ზღურბლთან იდგნენ ჩიკოტილო და ონოპრიენკო და ორივეს სკალპელი ეჭირა.

 

"ვაი, დედა...“, - ამის თქმაღა მოასწრო პუტინმა.

 

შემდეგ კი ჯოჯოხეთი დაიწყო.

 

არტემ მალდერი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !