სურსათის ეროვნული სააგენტო კერძო ბაღების შემოწმებასაც იწყებს

Image

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების შემოწმებას იწყებს.

 

მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში. 2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა 6 ბაღი.

 

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.

 

დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი. 16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი.ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.

 

შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთ ბაღში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მომავალშიც აქტიურად აპირებს საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლის განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ბავშვების სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ადეკვატურ გარემოში წარმართვა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !