ზვიად სიჭინავა: „როცა ჩამოვედი, ერთი „კარგი“ სიტყვა ვისწავლე: „ბოღმა“ - ამის ბრალია ყველაფერი...“

Image

„მე როგორც ვიცი, მე ამირჩიეს, თუმცა მათ, ვინც ამბობენ, რომ მე დამნიშნეს, თავიანთი შეხედულება აქვთ“, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სპორტული არხის „ტვ-ს“-ის ეთერში განაცხადა.

 

გადაცემაში განიხილებოდა, რამდენად პოლიტიზირებულია ფეხბურთი, სად გადის ზღვარი მათ შორის და ზოგადად, რა სამზადისია სუპერთასის ფინალისთვის, რომელიც თბილისში გაიმართება.

 

„რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, ამაზე მე ვერ გავცემ პასუხს, ბატონ კახას უნდა ჰკითხოთ. რატომ უკავშირებენ ჩემს სახელს დანიშვნას, მართალი გითხრათ, არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი. არა მგონია, ამნეზია მქონდეს და არ მახსოვდეს“, - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

 

შეგახსენებთ, ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ ზვიად სიჭინავა „ხელისუფლებამ მოიყვანა, რაზეა საუბარი“, ხოლო ჟურნალისტის რეპლიკაზე: „კი, მაგრამ მან არჩევნებში გაიმარჯვა“ უპასუხა: „ავირჩიეთ, კი, ავირჩიეთ იმიტომ რომ იმდენად ცუდი სიტუაციაა, ვალებია, ამ კაცს შეუძლია ბიზნესი და ფეხბურთს თქვენ მიხედეთ, ძმაო, რომ ხართ ამხელა პიროვნებები - ეს იყო მთავრობის პრეროგატივა. იმ პერიოდის პირველმა კაცმა მოიყვანა და გამოუცხადა ნდობა ბატონ ზვიადს“,

 

ხოლო ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ, ასევე „ტვ-ს“-სთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ფედერაციის საქმეში უხეში ჩარევა მოხდა: „ჩვენ გვხასოვს ყველა არჩევნების დროს რა ხდებოდა, როგორ მოექცნენ ნემსაძეს, მერე იგივე მოხდა სიჭინავასთან მიმართებაშიც და რაღაც პრობლემები და ხარვეზები იყო ამ მიმართულებით“.

 

გადაცემაში მიწვეულმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას: „რა ვიცი, რა გითხრათ, მე არ მახსოვს რომ ვიღაცამ ხელი მომკიდა და მომიყვანა, მე საქართველოს ფეხბურთში ვარ 2006 წლიდან. უკეთესზე უკეთესი არასდროს დაილევა, მე მგონია, რომ საქართველოში 4 მილიონზე მეტი ადამიანია, რომელიც საქმეს უკეთ წაიყვანს ფედერაციაში“, - თქვა მან.

 

მისივე თქმით, შეუძლია განაცხადოს, რომ იქნება ახალი პრეზიდენტი და თვითონ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. ამის მიზეზად ზვიად სიჭინავა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ასახელებს:

 

„როცა მე ფედერაციიდან წავალ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პენსიაზე წავალ. მე მაქვს იმის საშუალება, იმის მოწოდება, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილით ვიყო ფეხბურთში. მე ვიცი შიდა სამზარეულო და ვიქნები ის ოპოზიცია, რომელსაც, თუ მიიწვევთ, მოვა და გეტყვით, რა ხდება სწორად და არასწორად. ვერცერთი პრეზიდენტი ვერ მეტყვის, რომ ეს არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ და ასე შემდეგ... შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ჩემი საქმიანობა უკავშირდებოდა ყოველთვის კრიზისის მართვას: პრობლემურ კომპანიებს და მათ ამოყვანას კრიზისიდან“, - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

 

ზვიად სიჭინავას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მისი ყოფნის დროს დაიხურა საკმაოდ წარმატებული პროექტი ზუგდიდში, სადაც 500 ბავშვს მეურვეობდნენ. მისი განცხადებით, აპირებს ეს სკოლა აღადგინოს. ფედერაციის პრეზიდენტი არა ასახელებს კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერს არჩევნებში, თუმცა ამბობს, რომ ამ დროისთვის ცნობილი კანდიდატების სია არასრულია: „კიდევ ბევრი იქნება, თუმცა, მათ არ დავასახელებ“, - ამბობს ის.

 

„ჩემი სურვილია, რომ ის ურთიერთობა უეფასთან, რომელიც არსებობს, არ გაქრეს და არ შეიცვალოს. გასაგებია, რომ სიჭინავა ცუდად მუშაობდა და ეს უნდა დაანგრიონ, იმიტომ რომ მე ვმუშაობდი ცუდად“, - ზვიად სიჭინავას ამ ფრაზას გადაცემის წამყვანის შენიშვნა მოჰყვა: „თქვენი ეს ფრაზა, შესაძლოა, არასწორად გამოიყენონ ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და დაწერონ, რომ თითქოს აღიარებთ არასწორად მუშაობის ფაქტს“, რაზეც სიჭინავამ უპასუხა, რომ არ ესმის, როცა წერენ, თითქოს სუპერთასის ფინალი არაა სიჭინავას მენეჯმენტის და მისი გუნდის დამსახურება:

 

„ერთი "კარგი" სიტყვა ვისწავლე, როცა ჩამოვედი: "ბოღმა". ეს ყველაფერი, ალბათ, არის ბოღმა, როცა ვიღაცეები თავიანთ პიარს აგებენ სხვების ცუდზე... რატომ არის ეს წაკბენები, არ ვიცი. ისე ამბობენ, თითქოს მათი დამსახურებაა, რომ საქართველო არსებობს. არაა ეს მათი დამსახურება: გორგასლის, თამარ მეფის და სხვების დამსახურებაა“, - ამბობს ზვიად სიჭინავა.

 

გადაცემაში საუბარი შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ზვიად სიჭინავას არჩევის დროს ფეხბურთის ფედერაციას ვალები ჰქონდა, ახალ პრეზიდენტს კი ვალები არ დახვდება. თუმცა, ზვიად სიჭინავამ ეს ფორმულირება წამყვანს ხუმრობით შეუსწორა და თქვა:

 

„მაგის გარანტიას ვერავის მივცემ, რომ არ დახვდება. შეიძლება დახვდეთ ვალები. რა, მზად არ არიან?“, ხოლო წამყვანის მიერ გავლებულ პარალელთან დაკავშირებით, რომ წინამორბედმა ფედერაციის პრეზიდენტმა ვალები დატოვა და ქვეყნიდან წავიდა, განაცხადა:

 

„გავიქცევი თუ არა საქართველოდან? არსად გაქცევას არ ვაპირებ, რა გავაკეთე ისეთი, რომ გავიქცე? არ გავიქცევი იმიტომ, რომ აქ არის მამაჩემის საფლავი, არის დედაჩემი, ჩემი ძმა და და...“.

 

ზვიად სიჭინავამ ზოგადად, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, როცა ფეხბურთის ფედერაციამ მილიონ 600 ათასი საფეხბურთო კლუბებზე გადაანაწილა, თითქოს სიჭინავამ ხმები იყიდა:

 

„უკაცრავად, მაგრამ ის „ბათუმი“ ხომ არ არის მესამე ადგილზე ახლა, ვიზეც ამბობდნენ, რომ უმაღლეს ლიგაში არ უნდა ყოფილიყო? ან თუნდაც, „სამტრედიას“ გადახედეთ...“.

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ერთ თეთრსაც კი ჩადებს ქართულ ფეხბურთში, რადგან წლის ბოლოს მას ეს თვითონაც ექნება გასაკეთებელი.

 

„კი დამრჩა რამდენიმე თვე, მაგრამ ფეხი ფეხზე არ გადამიდვია. ხომ შემეძლო გულში გამევლო - ახლა მაინც არჩევნებია ცოტა ხანში, მოდი, ცოტას დავისვენებ... ასე ნამდვილად არაა, ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და არავინ მოდის სამსახურში იმისთვის, რომ ყავა მოიდუღოს და იჭორაოს ან დაისვენოს“, - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !