
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავრობის მიერ სასტუმროებსა და რესტორნებში გაწეულ ხარჯებს აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, თანხა ასე ნაწილდება: სარესტორნო მომსახურებაზე - 9 მილიონ 700 ათასი ლარი, სასტუმრო მომსახურებაზე კი 10 მილიონ 600 ლარი დაიხარჯა.
სარესტორნო მომსახურების დანახარჯების მხრივ, პირველ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროა. მხოლოდ 2013 წელს სამინისტრომ 750 ათასი ლარი დახარჯა. მეორე ადგილი მთავრობის კანცელარიას უკავია.
სასტუმრო მომსახურებისათვის ყველაზე დიდი ფული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს დახარჯული.
კვლევის მიხედვით, განათლების სამინისტროს სიპმა ამისთვის 2 მილიონი ლარი დახარჯა.
მეორე ადგილი თბილისის მერიას უკავია. თუმცა, დავით ნარმანიას უწყება არასამთავრობო ორგანიზაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობს.
სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ხარჯების მონიტორინგის გამკაცრებაზე საუბრობენ ,,თავისუფალი დემოკრატები”.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, „ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე“ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ნორმა დღეს ხელისუფლებაში ყველასთვის სავალდებულო იქნება.
http://rustavi2.com/