
წელს ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას მიერ დაარსებული „წინანდლის პრემია“ აღადგინა.
ტრადიციისამებრ, გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეების ნაფუძარზე ახალი კურთხევისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული საღამოც მოეწყო.
„აი, ამ საღამოს გახსნის „ბედნიერება“ მიანიჭა ვინმე ახვარმა (ერეკლე დეისაძეზე უფრო ახვარმა) „რეჟისორმა“ პერსოტრატეს სინდრომით დაავადებულ ერეკლე დეისაძეს.
რეპის სტილში მღერის ერეკლე დეისაძე თავის ბილწ ლექსს და თეატრალიზილებული საღამოს ახვარი რეჟისორი იქვე, სახელდახელო სცენაზე, რომელიღაც მორფინისტ „მილიციელს“ შთამბეჭდავად აფორმებინებს ერეკლეს ბღავილს: „შენ გავხარ მამას, შენს ნახმარ მამას, შენს დამფრთხალ მამას! შენს დამპალ მამას!“...
„მილიციელი“ კი, ამ უსინდისოდ გაწელილ ლექსს სექსუალურ მოძრაობას აყოლებს (თითქმის დაუმთავრებლად) და იქ დამსწრე საზოგადოებას, თვით მისი აღმატებულება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის „თამადობით“, უემოციოდ აუპატიურებს!
ვაი, ჩვენს პატრონს! ვხედავ ნინო ქადაგიძის გაოცებულ თვალებს! ვხედავ გოგლა ჟვანია გაოგნებულ გამოხედვას! აშკარაა „რეჟისორმა“ სცენარი არავის შეუთანხმა და პირდაპირ თავზე გდაა..ვა მთელ „წინანდლის პრემიას“ და მისი დამაარსებლის ხსოვნას“, - წერს „საქართველოს რესპუბლიკა“.