ია მეტრეველმა მარიამ კუკუნაშვილს მოუბოდიშა

Image

პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სუროგაციის ცენტრის - NEW LIFE - მსოფლიო ქსელის დამფუძნებელს მარიამ კუკუნაშვილს დაუპირისპირდა. აღნიშნულის მიზეზი, როგორც მოგვიანებით თავად მან განაცხადა, მისთვის არასწორად მიწოდებული ინფორმაცია გახდა.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ია მეტრეველმა სუროგაციის თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოდან ბავშვები გასაშვილებლად ვეღარ გადაჰყავთ, მაგრამ ხდება უფრო უარესი:

 

„სუროგაციით დაფეხმძიმებული ქალები გადაჰყავთ, იქ ამშობიარებენ და მერე ბავშვებს ჰომოსექსუალურ წყვილებზე 70.000 ევროდ ჰყიდიან... ამ ყველაფრის უკან კი მილიონერი ქალბატონი, მარიამ კუკუნაშვილი დგას. სააშინელი ფაქტია, რასაც მიხედვა უნდა,“ - აცხადებდა „სარკესთან“ ინტერვიუში ია მეტრეველი.

 

მეტრეველის ამ განცხადებას მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:
,,მედიის საყურადღებოდ: ბუტა რობაქიძის დედის წინააღმდეგ სასამართლოში შემაქვს სარჩელი. სრულიად ვიზიარებ ამ ქალბატონის ტრაგედიას (რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს), მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს, აკეთოს ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, როგორიცაა: ,,იყიდება ბავშვები 70 000 ევროდ და ამ ყველაფრის უკან დგას მილიონერი მარიამ კუკუნაშვილი“ , ან ერთ ესეთ და ამ ფასში გაყიდულ ბავშვს ნახავს სადმე, ან ბოდიშს მომიხდის საჯაროდ.

 

წინააღმდეგ შემთხევაში მას ცილისწამებისთვის ძალიან მკაცრად მოეთხოვება პასუხი. ასევე პასუხს მოვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, ასეთი არაკომპეტენტური და ასავალ-დასავალის კვალიფიკაციის მქონე კადრების დაქირავებისთვის, რომლის ერთადერთი კვალიფიკაცია, როგორც ხვდებით, მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაა!

 

ასევე მაინტერესებს პრეზიდენტის პასუხი იმის თაობაზე, თუ რატომ ყავს ასევე ასავალ-დასავლის დონის მრჩეველი კოჟორაძის სახით, რომლის იურიდიული „განათლება“ იმაზე მეტის გასანს არ აძლევს, რომ ინტრიგან ადამიანს სოციალურ კლიპებში გვერდით არ დაუდგეს მეორე მხარის პოზიციის მოსმენის გარეშე“ - წერდა მარიამ კუკუნაშვილი.

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, „სარკის“ ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუს შინაარსი ია მეტრეველისთვის უცნობი იყო. მისი თქმით, ჩვილების ქვეყნიდან გაყვანის თემაზე ჟურნალისტთან ისაუბრა, თუმცა არ უფიქრია, რომ ეს ინტერვიუში მოხვდებოდა. ამასთან, მას ჟურნალსიტთან კუკუნაშვილის გვარი არ უხსენებია.

 

„არც მიფიქრია, რომ ეს ინტერვიუში იქნებოდა და ჟურნალში მოხვდებოდა. ზოგადად ვსაუბრობდით, მე როგორც მოქალაქეს, იმ კლიპის შემდეგ, რაც გადიოდა და მგონი ახლაც გადის, ნამდვილად შეშფოთება და გაოცება მქონდა.

 

იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე შემხვდა ქალბატონი თამარ ხაჭაპურიძე, რომელსაც მე არ ვიცნობდი პირადად და მითხრა, რომ ასოციაცია „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელია. მან მომიყვა, ეს კლიპი ჩვენი დამზადებულია და ხდება ასეთი რამ, ბავშვები გაყავდათო. რა თქმა უნდა, შევშფოთდი.

 

ინტერვიუს, რომელიც ეხებოდა იური ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს და უბრალოდ მოჰყვა საუბარი ბავშვებზე, ვინაიდან წლების მანძილზე ვმუშაობდი ბავშვთა სფეროში. მე უბრალოდ, საუბარში მოვყევი ასეთი რაღაცა თურმე ხდებოდა და თუ ეს მართლა ასეა, ნამდვილად უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო-თქო. მე ამ ქალის გვარი და სახელი ნამდვილად არ მიხსენებია, ალბათ, ჟურნალისტმა თვითონ ჩაამატა. ასეთი ბრალდების სახით წაყენება ნამდვილად არ მიფიქრია. რაც მომიყვა ქალბატონმა ხაჭაპურიძემ, ამაზე ვსაუბრობდი და ძალიან გაოცებული დავრჩი, რომ ეს ინტერვიუში აღმოჩნდა.

 

მაგ ჟურნალისტის ნომერი არც მაქვს რომ დავუკავშირდე, რა ჩაწერა, მაინტერესებს. უცნაური ამბავია. შეიძლება, თვითონ მითხრა, რომ ეგ ის მარიამ კუკუნაშვილია. ალბათ, ეგ არის-თქო, მე ვუთხარი. ალბათ, ასე იყო. მე აღარ მახსოვს ასე დეტალურად. კარგი იქნება, მომასმენინოს, რა ვთქვი“,- განაცხადა მეტრეველმა და იქვე დასძინა, რომ კუკუნაშვილის განცხადება მისთვის შეურაცხმყოფელია.

 

„მე ქალბატონი კუკუნაშვილის განცხადება წავიკითხე. ცოტა გული დამწყდა, ზედმეტ შეურაცხყოფაში გადადის, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებ. შეურაცხყოფილი ვარ ძალიან, მაგრამ თუ მე შეცდომაში ვარ შეყვანილი და არასწორი ინფორმაციაა ეს ყველაფერი, რის ასე გამჟავნებასაც არ ვაპირებდი, თუ ეს ქალბატონი ტყუილად გავანაწყენე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი.

 

მისი ნებაა, გინდა სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და სადაც უნდა იქ შეიტანოს. ეს თავისი გადასაწყვეტია,“ - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

ია მეტრეველის მობოდიშების შემდეგ მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გაავრცელა.
„გაცნობებთ, რომ ია მეტრეველმა პირადადაც და საჯაროდაც მომიბოდიშა და როგორც გამოირკვა და თავად მან განაცხადა, იგი შეცდომაში შეიყვანა თამარ ხაჭაპურიძემ და ასე ვთქვათ, მისი ტყუილის მსხვერპლი გახდა, ისევე როგორც დღევანდელი პრეზიდენტის მრჩეველი კოჟორიძე კახა. ვაფასებ ია მეტრეველის გულწრფელობას და კეთილგონიერებას და ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ანალოგიურ კეთილგონიერებას გამოიჩენს კოჟორიძე კახაც...

 

ეს ყველაფერი კი შესანიშნავი მაგალითი იქნება ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით საჯარო მოხელისთვის იმისა, რომ წყაროზე თუ პანაშვიდებზე მოსმენილი ჭორის საფუძველზე არ შეიძლება ვინმეს ჩირქი მოცხო. მარტინ ჰეიდეგერმა ადამიანი ასე განსაზღვრა; მე ვარ ის, რასაც ვლაპარაკობ, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს როდესაც იმას ვიღებთ, როგორც ვექცევით ჩვენი იდენტობის ერთადერთ გარანტს – ჩვენი პირიდან წარმოთქმულ სიტყვებს, სიტყვებს რომელზე პასუხისმგებლობაც გვეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და არა ჭორის წყაროს.

 

ამიტომ ძალიან ფრთხილად იყოს ყველა, რადგან ფსიქიურად ავამდმყოფ ადამიანს თუ არ ვყვები და მორატორიუმს ვუცხადებ, იგივე პრინციპით არ ვაპირებ მოვეკიდო საღ გონებაზე მყოფ საჯარო მოხელეებს.

 

ანალოგიურად ველი კახა კოჟორიძის ბოდიშს იმ ანტისახელმწიფოებრივ კლიპში მონაწილეობის გამო. რომლის ერთადერთი მესიჯი მხოლოდ ისაა, თუ როგორი უნიათოა მთავრობა, ის მთავრობა, რომლის მრჩეველიცაა ახლა იგი. კახა არაა სასამართლო, ისევე როგორც სასამართლო ვერ იქნება კახა კოჟორიძე და არანაირი იურიდიული და მორალური უფლება არ აქვს ვინმეს დანაშაულებზე ისაუბროს.

 

გარდა ამისა, პოპულიზმის გარდა რამე სხვა მოტივი რომ ქონოდა და მართლა დაინტერესებულიყო ბავშვების ბედით, ერთხელ მაინც იკითხავდა და მეორე მხარესთან გადაამოწმებდა პოზიციას. როგორც გუშინ ჟურნალისტებსაც განვუცხადე, თუ მართლა ასე აღელვებს კახას თამარ ხაჭაპურიძის ზღაპრის გმირი ბავშვების ბედი, მე ვუყიდი ბილეთებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს და ნებისმიერი მარშუტით ნებისმიერ ოჯახში მივავლენ, რათა კიდევ ერთხელ კარგად დარწმუნდეს, რომ ამხელა კაცი ინტრიგანი, ჭორიკანა ქალის პროვოკაციებს არის წამოგებული. მანამდე კი სირცხვილი პრეზიდენტო, ასეთი სამარცხვინო მრჩეველის ყოლისათვის.

 

და ბოლოს იურისტო და უფლებადამცველო კახა კოჟორიძევ, აწ უკვე მრჩეველო! – გეები ბავშვებს არ ყიდულობენ, მათ ისევე აქვთ შვილის ყოლის უფლება (იმ ქვეყნებში, სადაც ეს კანონიერია), როგორც სხვა დანარჩენს. ჰომოფობია კი სამარცხვინოდ და დაბალი ინტელექტის მაჩვენებლად ითვლება. თუ ჰეტეროსექსუალ წყვილთან მიმართებაში ვხმარობთ ტერმინს შვილის ყოლის სურვილი, გეი წყვილთან მიმართებაში ვერ ვიხმართ ტერმინს შვილის ყიდვის სურვილი. ამიტომ სანამ პრეზიდენტს რამეს ურჩევდი, იქნებ ცნებათდების ზოგად პრინციპებში გარკვეულიყვი..

 

პროკურატურას კი ვეტყოდი შემდეგს: მთელმა საქართველომ უყურა როგორ აფურთხებდა ამწეთი აწეული ხაჭაპურიძე პოლიციელებს. თქვენ კი მოერიდეთ მის დაჭერას იმის გამო, რომ ”არ ღირს ამ ინტრიგანის კიდევ უფრო გადაკიდება” ..გამოიძიეთ და კანონის სათანადო სიმკაცრით დასაჯეთ იგი მანამ, სანამ ამ თავის პირად Obsession ში ჩემს მიმართ ნაციონალების, ბიძინა ივანიშვილს, ანზორ ჩუბინიძეს, დღეს უკვე თეა წულიკიანიც არ დაჯერებულა და მალე ბარაკ ობამასთან ან დალაი ლამასთანაც არ დაუწყია ღია წერილების წერა და არ დაუბრალებია ჩემი მფარველობა”, – წერს კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.
ელექტრონულ მედიაში გამართული მეტრეველი-კუკუნაშვილის დებატებს „ფეისბუქში“ ინტერვიუს ავტორი და „სარკის“ ჟურნალისტი რუსუდან ადვაძეც გამოეხმაურა.

 

„რას ეძახით გაუგებრობას და რატომ ირევით? ჟურნალისტთან, ჩართულ დიქტოფონთან თქვა ის, რაც აქ წერია“,- დაწერა ადვაძემ.

 

kukun-1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !