
ამ წუთებში საპროტესტო აქცია დაიწყეს ქუთაისში ავტოავარიის დროს გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ავარიის დეტალების გამოძიება სწორი კუთხით არ მიმდინარეობს.
19 წლის ნანა გიგლემიანი ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.
“არსებობენ თვითმხილველები, რომელთაც დაინახეს ვინც ნანას დაეჯახა. მათი თქმით, ის ქალია და ჯიპით მოძრაობდა. რეალური მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა, მას პოლიციელი ყავს ნათესავი და ამის გამო ხელს აფარებენ და დანაშაულს სხვას აბრალებენ”, - ამბობენ ოჯახის წევრები. მათი თქმით, ავარიაში დამნაშავე მძღოლი ქალის ნაცვლად ბიჭი ჰყავთ დაკავებული.