
“ეს თემა ჩემთვის კინემატოგრაფიულად მზად არის, მე ამ კინოს მთელი ამ წლების მანძილზე ვიღებდი, ვიღებდი, როცა მთავრობის სხდომებზე ვიჯექი და იქ სააკაშვილი შემოდიოდა, როგორ იქცეოდა მერაბიშვილი, მე როგორც თევზი წყალში ისე ვარ ამ თემაში“,-
ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ "იმედის" გადაცემაში "კვირის თემა" განაცხადა. მისი თქმით, ფილმის მონაწილეები იქნებიან საზოგადოების წევრები, პოლიტპატიმრები, რომლებმაც ნახეს, რა ხდებოდა ციხეებში. გოგა ხაინდრავას თქმით, მთავარი გმირი ამ ორასსერიან ფილმში, რომელიც "ჯიდიესზე" გავა, ქართული საზოგადოებაა. მისივე თქმით, მსახიობების ვინაობა, რომლებსაც ფილმში გადაიღებენ, გასაიდუმლოებულია.