
საქართველოში პირველად, აჭარის მაღალმთიანეთის სოფლის ექიმებს „ნივის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცეს. ამის შესახებ დეკემბერში "ფრონტნიუსი" იტყობინებოდა.
სააგენტოს ცნობით, საწყის ეტაპზე ხულოსა და შუახევში მდებარე სასოფლო ამბულატორიებს 12 ავტომანქანა გადაეცათ, უახლოეს მომავალში კი 9 ავტომანქანა ქედის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარი რამდენიმე თვის განმავლობაშია, პირველადი სამედიცინო დახმარების პროცესს ახალი ავტომანქანები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტი გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი გამოიყო.