
სოფელ ბაილეთში დაკავებულ ჯუდუ ქაჯაიას, მის ძმას და მეგობრებ შეყვარებული გოგონას გატაცება ედება ბრალად.
დაკავება გოგონას მამის შეტყობინების საფუძველზე მოხდა.
თუმცა, გატაცებულის მამის, სულიკო ვანაძის თქმით, მას ჯუდუ ქაჯაიას და მისი მეგობრების დასჯა არ სურდა.
დაცვის მხარის მტკიცებით, სულიკო ვანაძის მიმართ ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენება საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ბრალდებულებისთვის 10-წლიან სასჯელს ითხოვს.
ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ქაჯაიამ შეყვარებული წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც გაიტაცა.
ამ ვერსიას არ ადასტურებს თავად მზია ვანაძე, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ქმრის გათავისუფლებაა.
აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 9000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ბრალდებულების ოჯახი აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალში არ დარჩება, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მზია ვანაძე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქმრის დაბრუნების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.
http://rustavi2.com/