ნარკოტიკის მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ნასამართლევი პირი ახმეტის პოლიციის უფროსი გახდა

Image

გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას 31 წლის ზურაბ უძილაურის დანიშვნაზე ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსად. უძილაური ნარკოტიკის მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი. - ინფორმაციას "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, უძილაური სხვადასხვა დროს, ახმეტის სასამართლოს მიერ რამდენჯერმეა გასამართლებული - ნარკოტიკების მოხმარებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის. 

 

უძილაური წლების განმავლობაში იყო აღრიცხული ნარკოტიკების მომხმარებელთა ბაზაში. იგი „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავია. ზვიადაური უძილაურის შვილის ნათლიაა.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია აქვს, რომლის თანახმადაც სამმართველოს უფროსად უძილაურის დანიშვნის ბრძანებას შს ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ხელი გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაწერა.

 

ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 23 იანვარს გაავრცელა. პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური 26 იანვარს წარადგინა.

 

პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაურის დანიშვნის ზუსტი დრო იმიტომაც არის საინტერესო, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა უძილაურის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო ასეთი შინაარსის წერილი. წერილის ავტორის ვინაობას არ სახელდება:

 

„ქრთამი უკვე გადახდილია და ახმეტის პოლიციის უფროსად ელოდებიან უძილაურის დანიშვნას – თიანეთში რომ იყო უფროსის მოადგილედ. იცნობ შენ. ზვიადაური მისი ბავშვის ნათლიაა. დაინტერესდი ამ საქმით“.

 

2 დღის შემდეგ (23.01.2015): „ქრთამი უკვე მიცემული ჰქონდათ და დღეს აირია. არ ვიცი როგორ იქნება. ისინი კი ვერ იქნებიან ხასიათზე, მაგრამ აღებული აქვთ და...

 

– ვის აქვს ქრთამი აღებული?

 

– ქიზიყში წავიდა.

 

– უძილაურს აქვს ფინანსური შესაძლებლობა ქრთამი გადაეხადა?

 

– ან ჰქონდა ან იშოვა. ან სიმამრმა მისცა უძილაურს ფული. იცი ვინ არის მაგის სიმამრი?

 

– ვინ?

 

– უძილაურის სიმამრი არის სამხარაძე ვალერი. 2000 წელს მძევლად ჰყავდათ პანკისში აყვანილი გამოსასყიდის მიზნით. იმ დროს პოლიციის სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი იყო“.

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !