-
2015-01-29 17:54
"ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ 200 სერიან ფილმს, სავარაუდოდ, გოგა ხაინდრავა გადაირებს. პროფესიით რეჟისორი "ამბები.ჯი"-სთან საუბარში ადასტურებს, რომ შეთავაზება მიიღო.
"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ უკვე მივიღე შემოთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტიპის ფილმი იქნება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ. შემოთავაზება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე.
ბევრი მიფიქრია მსგავსი ტიპის პროექტზე, ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი. მოლაპარაკებებში GDS-იც არის ჩართული", - აღნიშნა ხაინდრავამ.