
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სკანდალურ ვიდეოში პატრული არაადეკვატური იყო და მას არ უნდა მიეცა უფლება გოგოსთვის, პოლიციელებისთვის ეგინებინა, რადგან ის კანონს არღვევდა.
„გოგოს საქციელი ფასდება, როგორც ხულიგნობა, ესაა კანონის დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული, დასჯადი ქმედება, პატრული კი არაადეკვატური იყო“, - განაცხადა მანანა კობახიძემ „არჩევანში“.
მისი თქმით, არ იცის, დაურეკა თუ არა საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსს გოგონამ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი დანაშაული გამოიკვეთა, პატრული კი არაადეკვატურად მოიქცა.