-
2015-01-27 23:21
სტრესულ სიტუაციაში სწრაფად ადაპტირების უნარი ყველას ერთნირად არ შეუძლია.
ზოგს დიდი დრო სჭირდება ამ თვისებების გამოსავლენად. თუმცა როცა არსებობენ ნიშნები, ვისაც თანდაყოლილი ლავირების უნარი გააჩნია.
ყველაზე მოხერხებული ნიშნები:
ტყუპი 98% - მათი ორსახოვანი ბუნება, მოქნილობა და სისწრაფე მოქმედებაში შეუდარებელია. ტყუპს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და წამის მეასედში შეიმუშაოს "გეგმა ბე".
მორიელი 88% - ეშმაკივით წინდახედული, გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია.
მშვილდოსანი 76% - სიმართლე ითქვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას მოხერხებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა ფაქტია, რომ უმართლებს და საოცარი წარმატებით ახერხებს თავი დააღწიოს ურთულეს სიტუაციებს. როგორც წესი, ადამიანების კეთილგანწყობასაც მალე იმსახურებს ხოლმე, ესეც არის მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღები.
ყველაზე დოყლაპია ნიშნები:
კუროები 97% - მართალია, კურო საკმაოდ ამტან და გამძლე ნიშნებს განეკუთვნება, მაგრამ მას საერთოდ არ ეხერხება სიახლეებთან შეგუება. ადაპტაციის უუნარობაა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ კურო კრიტიკულ სიტუაციებში იბნევა და ვერ ახერხებს ვერაფრის გაკეთებას.
სასწორები 89% - ამ ხალხის პრობლემა მუდმივი ყოყმანი და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა. სასწორი იმდენს ფიქრობს იმაზე, როგორ არ აწყენინოს სხვებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველა მასზე განაწყენებული გამოდის.
თევზები 83% - მათი უმთავრესი ნაკლი ცხოვრებისეული სირთულეებისადმი თავის არიდების სურვილია. თევზების დიდი ნაწილი, ცდილობს სირაქლემას პოზას მიმართოს და თავი მოიკატუნოს რომ ყველაფერი კარგადაა. ან უბრალოდ დადგეს და იწუწუნოს, როგორ არ უმართლებს და რა მუხანათია ეს ცხოვრება ზოგადად.
astrologi.ge