რას ყვებიან კასპში იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

Image

გაზეთი „ალიას“  დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც გამოცემას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიაწოდა.

 

„თუკი იმაზე ვთანხმდებით, რომ მკვლელს კონკრეტულად იური ვაზაგაშვილის მოკვლა ჰქონდა განზრახული და არავითარ შემთხვევაში, მისი ოჯახის სხვა წევრისა, ან შემთხვევითი ადამიანისა, ლოგიკურად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მკვლელმა წინდაწინ იცოდა, როდის აპირებდა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე გასვლას.

 

აქედან გამომდინარე, მივდივართ ასევე ლოგიკურ დასკვნამდე - მკვლელობის შემსრულებელი ან იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობელია, ან ოჯახთან დაახლოებული პირი. ყოველ შემთხვევაში, თავად იურის ახლობელი მაინც, რომელმაც მისი ასავალდასავალი კარგად იცოდა, ანდა მკვლელს იურის საახლობლოში ასეთი ინფორმატორი ჰყავდა, რომელმაც შეატყობინა, ზუსტად როდის აპირებდა შვილის საფლავზე გასვლას.

 

თუმცა, ორივე შემთხვევაში იური ვაზაგაშვილის საახლობლოში ჩანერგილ აგენტთან მივდივართ, სხვა საკითხია, რომ შეიძლება მისი ტელეფონი ისმინებოდა“, - წერს „ალია“.

 

გაზეთის წყაროს ინფორმაციით, გამოძიება კიდევ ერთ ვერსიას იხილავს.

 

„კერძოდ, საყვავილე სასაფლაოდან წაღებულია მკვლელობის წინა დღეს, 19 იანვარს, როცა ყარაფილაში შუქი არ იყო და იმავე ღამეს არის დაბრუნებული საფლავზე უკვე ბომბჩადებული.

 

აქედან გამოდის, რომ იური ვაზაგაშვილმა წინა დღეს დაგეგმა შვილის საფლავზე გასვლა და ეს ცნობილი გახდა მკვლელისთვის. შვილის საფლავის მონახულება  ჩვეულებრივი ამბავი იყო იური ვაზაგაშვილისთვის, შესაძლოა, მან ამის შესახებ ტელეფონით უთხრა ვინმე ახლობელს და რადგან მის ტელეფონს უსმენდნენ, მათთვის ეს ცნობილი გახდა.

 

მაშინ გამოდის, რომ ბომბის ჩამონტაჟების გადაწყვეტილება ამ მკვლელობის დამგეგმავებმა სპონტანურად გადაწყვიტეს, თუმცა, უზადოდ. ესეც მისაღები ვერსიაა, რადგან ცაიტნოტში მოქმედება, სწორი გადაწყვეტილების მიღება და მერე, მაქსიმალური შედეგის მიღება,  სპეცსამსახურებისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

 

სწორედ იმიტომ არიან განსაკუთრებული უნარებისა და შესაძლებლობების  მქონენი სპეცსამსახურების მაღალკვალიფიციური აგენტები, რომ იმის გაკეთება შეუძლიათ, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მოახერხებს“, - წერს გამოცემა.

 

იქვე ჟურნალისტი ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც კასპში უამბეს.

 

„შარშან იური ვაზაგაშვილს უცნობი პირი დაკავშირებია და მასთან შეხვედრა მოუთხოვია.

 

იურის ჰგონებია, რომ ზურას მკვლელობის შესახებ ვიღაც უცნობი რაღაც ახალ ინფორმაციას მიაწვდიდა, რადგან ამგვარი შემთხვევები ხშირად  ყოფილა, ინკოგნიტო ადამიანები საკმაოდ ღირებულ ინფორმაციებს აწვდიდნენ. ამ უცნობს შეხვედრია და მისგან სრულიად სხვა წინადადება მიუღია.

 

წყაროს თქმით, იური ვაზაგაშვილისთვის ამ უცნობს უთქვამს, მე მზად ვარ, ზურას ყველა მკვლელის მოსაკლავად ნებისმიერი თანხა გადავიხადო, თუ შენ თანახმა იქნები, მნიშვნელობა არ აქვს, ხუთი კაცი იქნება თუ ორმოცდაათი, ყველა ისე მოკვდება, ეჭვს ვერავინ აიღებს, რომ ბუნებრივი სიკვდილით არ დაიღუპნენო.

 

იური ვაზაგაშვილს უარი უთქვამს. ფული მეც მაქვს და ეგ რომ მდომოდა, 50 არ ვიცი, მაგრამ ერთ 10 კაცს მეც „გავასაღებინებდი“, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, ერთი, რომ მე ჩემი შვილის მკვლელების დასჯას ვითხოვ და თავად ვერ გავხდები ვერც მკვლელი და ვერც მკვლელობის შემკვეთი.

 

მეორეც, მარტო ჩემი ზურას მკვლელები რომ იყვნენ დასასჯელნი, რაღა მიჭირდა, ეგ რომ გავაკეთო, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და ქუჩაში დახოცილი სხვა უდანაშაულო ბიჭების მშობლებს რა ვუთხრა, ჩემი შვილის მკვლელები ღმერთმა დასაჯა და მე ბრძოლიდან გავდივარო?

 

ამას არ გავაკეთებ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი შვილების მკვლელების დასასჯელად, ან ამას მივაღწევთ, ან ამ ბრძოლას შევეწირებითო - უთქვამს იური ვაზაგაშვილს“, - წერს „ალია“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !