
მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბრაუზერისთვის ამ დრომდე მიუწვდომელია მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი "ფეისბუქი", გათიშულია ასევე "ინსტაგრამი".
რა არის ხარვეზის მიზეზი, ჯერჯერობით დაუდგენელია. წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა. თავდაპირველად "ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობდა, მოგვიანებით კი საერთოდ გაითიშა. ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავცელებულა.