
გავრცელებული ინფორმაციით, 25 იანვრის საღამოს, თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მედიკამენტის შესაძენად მივიდა.
აღნიშნულ ფაქტს „ნიუპოსტის” ჟურნალისტი შეესწრო.
მისი თქმით, პრეზიდენტს ისეთი ანტიბიოტიკი სურდა, რომელიც რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიაშია.
პრეზიდენტს რეცეპტი არ აღმოაჩნდა და ქვეყნის პირველი პირის თხოვნის მიუხედავად „ერთი ცალიც არ შეიძლება?!“ - ფარმაცევტმა პრეზიდენტი წამლის გარეშე გააბრუნა.