ანი ნადარეიშვილი: „დამსახურებულ სამხედროსა და სოციალურად დაუცველი უსინათლოს ოჯახებს ქუჩაში აგდებენ“

Image

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ორი ოჯახის პრობლემაზე წერს, რომელთაც ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

 

„მეგობრებოოო!!! ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

 

ორ ოჯახს, რომელთაგან ერთი დამსახურებული სამხედროს, 2008 წლის ომის გმირის ამირან ცერცვაძის ოჯახია, ხოლო მეორე სოციალურად დაუცველი უსინათლოთა კავშირის წევრი, მრავალშვილიანი ავთანდილ ლომიძის ოჯახია, სახელმწიფო ასახლებს ბინებიდან, რომელიც მათ თავდაცვის სამინისტრომ გადასცა 2009 წელს, ხოლო ამ ბინებს გადასცემენ ძმებ ლაზარე და ავთანდილ ჯორბენაძეებს (ეს უკანასკნელი შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო).

 

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ვალში ვარ ისევე როგორც ყველა ქართველი, გმირ მაიორ ამირან ცერცვაძის წინაშე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო ფაქტი და გთხოვთ ყველას დამიდგეთ გვერდში, არ დავტოვოთ ჩვენი გმირის და სოციალურად დაუცველი უსინათლოს ოჯახები ქუჩაში!!!

 

მაიორი ამირან ცერცვაძე - ბატალიონის ყოფილი მეთაური რომელმაც მთელი ცხოვრება შესწირა არმიას (თანამდებობიდან გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული აქვს მრავლობითი ჭრილობები, ასევე 2-ჯერ მიღებული აქვს მონაწილეობა ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში, დაჯილდოებულია:

 

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ღირსების ორდენით, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“, მედალი „გენერალი კვინიტაძე“, მედალი „საბრძოლო იარისთვის“, მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (I ხარისხი), მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (II ხარისხი), მედალი „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“ (III ხარისხი), მიღებული აქვს უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო სიგელი და სერტიფიკატი“, - წერს ანი ნადარეიშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !