
ტყიბულს ამ ახალ წელს პრობლემები არ აკლია.
ჯერ იყო და ქარმა რაიონის ცენტრში ჰაიჰარალედ მდგარი საახალწლო ნახვის ხე ააყირავა, მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, მაგასთან რა მოსატანია.
დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში სკოლის შენობა დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაზიანებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
ცეცხლი თავდაპირველად სახურავზე გაჩნდა.
ხანძარს ტყიბულის, თერჯოლისა და ქუთაისის ექვსი სახანძრო ბრიგადა აქრობდა.
„ვამოწმებთ მეორე სართულის კედლების მზიდუნარიანობას.
პირველი დათვალიერებით კედელი კიდევ გაუძლებს დატვირთვას.
გადავწყვიტეთ, ბავშვები დროებით გამგებლის წარმომადგენლის სამუშაო კაბინეტებში განვათავსოთ.
დაბალი კლასები კი ამბულატორიაში გავანაწილეთ," - აცხადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიზო გვენეტაძე.