-
2015-01-21 15:08
იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ.
„აუ, რაღაც ვერ გადავხარშე... ვერ მივიღე ამბავი... ვერ შევეგუე...
მეტირება და მეტირება გუშინდელს მერე((((, იური ვაზაგაშვილი... ორ კვირაში ერთხელ რომ მაინც რეკავდა...
სჯეროდა, რომ რამეს მიაღწევდა((((( სიმართლეს მიაღწევდა... და უცებ ეს ამბავი(((((“, - წერს ინგა გრიგოლია.
„რაც დღეს მოხდა, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაზე უარესია! თუ მკვლელებს ვერ იპოვიან, უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ძალიან ძლევამოსილი მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში!", -აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
„კაცი ამბობდა, შსს მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებსო. ხელისუფლება არაფერს აკეთებს გამოძიებისთვისო.
კონკრეტული სია ჰქონდა დაწინაურებულების და ფირებიც გააჩნდა.
ახლა ირკვევა, რომ სოსო რობაქიძესთან ერთად ტვ-ს შექმნას და სახალხო ლაშქრის ჩამოყალიბებას გეგმავდა.
რომ გაიგეს, კასპში მიდიოდა, მერეა საფლავი დანაღმული, ოპერატიულად. ერთი თვით ან კვირით ადრე საფლავს არავინ დანაღმავდა.
ასეთი იყო წინაისტორია, ასეთია ტერაქტის დეტალები.
და ამის მერე ვინმე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოდის და ამბობს, „ნაცნარჩენები იმდენად გათავხედნენ, უკვე დღისით-მზისით ტერაქტების მოწყობაზე გადავიდნენ".
ახლა ეს „უფლებადამცველი“ ნორმალურია?"- წერს ლაშა ბერულავა.
„ეს არაა კონკრეტული ერთი ადამიანის ან ოჯახის ტრაგედია, ეს ერის ტრაგედიაა!
საშინელი ტრაგედია, რომლის მიზეზი თავს მოხვეული, დროში გაწელილი ჩვენთვის უჩვეულო და ყოვლადმიუღებელი მოვლენა - კოჰაბიტაცია გახლავთ.
გისმენთ, გამობრძანდით ქალბატონო თინათინ (ხიდაშელო) და ახლა ბრძანეთ, რომ ეს "ქართველმა ხალხმა დაგავალათ"! მკვლელებთან კოჰაბიტაცია - მკვლელობის თანაზირების ტოლფასია! ხელისუფლების ვალია უმოკლეს ვადაში გახსნას საზარელი დანაშაული. არ დარჩეს პასუხგაუცემელი არც ერთი კითხვა, ეჭვი, რომელიც სამომავლოდ ისევ მათ დააზარალებს.
ვინც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა ხელისუფლების კისერზეა! ვფიქრობ ეს ბოლო შანსია, ღირსების საქმეა მათთვის. მეგონა უკვე აღარაფერი გამაკვირვებდა. დღეს მთელი დღეა ვფიქრობ - ვის ბინძურ გონებაში მოიხარშა ეს იდეა - ადამიანი ასე გაეწირათ.... მართლა რომ ფურთხის ღირსები ვართ!
ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს!“- წერს ლადო ბედუკაძე.
„რა სისასტიკის მკვლელობას აღარ "მივეჩვიეთ"... ასეთი რამე ვის ბნელ ტვინში დაიბადა?????????????
შემსრულებელი ყველანაირი მოიპოვება, თანაც იაფად, როგორც ჩანს ამ ჩვენს ღირებულებითი კალაპოტიდან მძიმედ ამოვარდნილ ქვეყანაში, ამის მოფიქრება მარტო ეშმაკს შეეძლო", - აფიქსირებს ნათია ფანჯიკიძე.
„ვადამდელი არჩევნები პარლამენტში, ვფიქრობ, უკვე აუცილებელი გახდა. ხალხი უნდა გამოვიდეს მოთხოვნით.
დამპალი სისტემაა - და ამ სისტემას ეს პარლამენტი ვერ ცვლის და ხალხს უკვე ჟლეტვა დაუწყეს ტერორისტებმა. "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი საერთოდ არ არის ქართულ პოლიტიკაში!
და საერთოდ რადიკალური ცვლილებაა საჭირო, რომ ქვეყანამ ამოისუნთქოს! ვაზაგაშვილის მკვლელობა უკვე ბოლო წერტილი იყო ამ უზენაესი უსამართლობის კოჰაბიტაციაში! მე იმედი მაქვს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას პრეზიდენტი დააკმაყოფილებს.
ეს სისტემა დამპალია და ის უნდა შეიცვალოს!", - თავისი მოსაზრება დააფიქსირა ირაკლი კაკაბაძემ.