-
2015-01-21 14:07
მე-17 საუკუნეში აგებული ორთაჭალის ე.წ. „გოგირდის აბანოების“ ადმინისტრატორი, მაია რუდენკო იმ თქმულებებს იხსენებს, რომლებიც ამ აბანოებს უკავშირდება.
„ამბობდნენ, რომ აბანოებში მოჩვენებები ცხოვრობდნენ.
ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახეს ისინი.
ერთი ქალი, რომელიც ჩვენთან მექისედ მუშაობდა, ყვებოდა, რომ მოჩვენება ნახა. მას ვიღაცამ ნომრიდან დაუძახა, რომ ქისა უნდოდა.
მასაც აუღია თავისი სათლი და საჭირო ნივთები და იმ ნომერში შესულა.
გასახდელში არავინ ყოფილა, არც გარდერობში ყოფილა რაიმე ნივთი. შიგნით რომ შესულა, ტახტზე მწოლიარე გრძელთმიანი ქალი დაუნახავს, რომელსაც ფეხების მაგივრად თევზის კუდი ჰქონია, როგორც ქალთევზას.
ეს ქალი შეშინებული გამოვარდნილა ნომრიდან. მეორე თანამშრომელს უთქვამს, სად მიდიოდი, არავინ იყო და შენთვის არავის დაუძახიაო“, - იხსენებს მაია რუდენკო.
„სარკე“