
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2015 წელს მას შემდეგ, რაც მთავარი დამსჯელი პლანეტა სატურნი შევა მშვილდოსნის ზოდიაქოში, გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება.
„გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების წელიწადია.
უამრავი ადამიანი დაკარგავს თანამდებობას: ხელმძღვანელი პირები, დეპარტამენტის თავმჯდომარეები, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები და ასე შემდეგ.
მთავარი დამსჯელი პლანეტა სატურნი შედის მშვილდოსნის ზოდიაქოში.
ეს ნიშანი მართავს იდეოლოგიის, პოლიტიკის სფეროს, ამიტომ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი „კარუსელები“, ძალიან ბევრი შეიცვლება, მათ შორის, ძალიან მაღალ თანამდებობებზე.
ასევე, ძალიან მაღალი იქნება სამედიცინო შეცდომების ალბათობა, ამიტომ ეს გამოიწვევს შემდგომ სკანდალებს, კონფლიქტებს, ეს გამოიწვევს ცვლილებებს, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა საავადმყოფოს დონეზე...
მართალია პროცესები მტკივნეული იქნება, მაგრამ საბოლოოდ, წაადგება საქართველოს, მოვლენ ახალგაზრდა, კარგი კადრები და სხვათა შორის, ძველი პროფესიონალი კადრების დაბრუნების ტენდენციაც მაღალია.
ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება საბანკო-ეკონომიკურ სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნულ ბანკს, რომელიც მთავარი ამრევია სავალუტო ბირჟაზე და აქაც აუცილებლად იქნება ცვლილებები. საბოლოოდ, ეს აუცილებელია, რომ მოწესრიგდეს ქვეყნის ეკონომიკური სფერო."- აცხადებს ცაგარელი.
newposts.ge