ნაკურთხი წყლით მკურნალობის წესები

Image

19 იანვარს  მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღვნიშნავთ.

 

ამ დღეს ღამით 18-დან 19 იანვარზე 0 საათიდან და 10 წუთიდან 01 საათამდე და 30 წუთამდე ან ოდნავ მოგვიანებით, ონკანიდან, ჭიდან, წყაროდან აღებული წყალი, ოდითგან ითვლებოდა სასწაულმოქმედად.

 

ამ დროს "იხსნება ცა" და ლოცვა, რომელიც მიმართულია ღმერთისკენ, იქნება მოსმენილი.

 

ნაკურთხ წყალს ჩვენი წინაპრები იყენებდნენ სამკურნალოდ, გაწმენდისთვის, ავი სულების და ბოროტი აზრების გასადევნად, ასხურებდნენ სახეზე ადამიანებს და ასხამდნენ სახლის კუთხეებში.

 

ნაკურთხი წყლის გამოყენებას თავისი წესები აქვს, რომლებიც მზრუნველობით ინახება ხალხურ მეხსიერებაში.

 

ნათლისღების წინადღეს, 18 იანვარს, ცაზე პირველი ვარსკვლავების გაჩენამდე, არაფრის ჭამა არ შეიძლება. დალიეთ მხოლოდ სუფთა წყალი, გაატარეთ დღე მშვიდად და უკონფლიქტოდ, გაღიზიანების გარეშე. ამ დღეს კარგია სახლში სისუფთავის და წესრიგის დამყარება. საღამოს, პირველი ვარსკვლავების გაჩენის შემდეგ, შეგიძლიათ ივახშმოთ. შუაღამისკენ კი ნაკურთხი წყლის ასავსებათ მოამზადეთ სუფთა შუშის ჭურჭლები.

 

0 საათის და 10 წუთის შემდეგ აავსეთ წინასწარ მომზადებული ჭურჭლები წყლით ონკანიდან, ჭიდან, წყაროდან და ა.შ. სასურველია აღებული წყალი გაატაროთ გამწმენდ ფილტრში, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი პირობა. წყალი საჭიროა აავსოთ არა ნაკლებ 3 ლ და დაახუროთ ჭურჭელს თავსახური.

 

ნაკურთხი წყლის შენახვა უმჯობესია გრილ ბნელ ადგილას. თუ შემდგომში რაღაც მიზეზების გამო მოგინდათ ამ წყლის გადაღვრა, არავითარ შემთხვევაში არ გადაასხათ ნიჟარაში ან უნიტაზში. გააზავეთ უბრალო წყალში და გამოიყენეთ მცენარეების მოსარწყავათ.

 

როგორ გამოვიყენოთ ნაკურთხი წყალი?

 

წყლის აღების შემდეგ 3-ჯერ შეისხურეთ ნაკურთხი წყალი ან მიიღეთ აბაზანა. თუ აბაზანის მიღებას გადაწყვეტთ, პერიოდში 0 საათიდან და 10 წუთიდან 01 საათამდე და 30 წუთამდე აავსეთ აბაზანა წყლით და დაამატეთ ცხელი წყალი.

 

3-ჯერ გადაწერეთ ჯვარი აბაზანას და თქვენც 3-ჯერ გადაიწერეთ პირჯვარი, წაიკითხეთ ლოცვა და 3-ჯერ შემოირტყით მუშტი გულმკერდზე რომ გამოიწვიოთ სხეულის ვიბრაცია, რომელიც ჰარმონირებს წყლის ვიბრაციასთან.

 

შემდეგ მშვიდად ჩაჯექით აბაზანაში და 3-ჯერ თავით ჩაყვინთეთ წყალში, ყოველი ჩაყვინთვისას გულმკერდზე მუშტის შემორტყმით. ბანაობის დროს მიაქციეთ ყურადღება წყლის რეაქციას. თუ წყალში ჩაშვებისას გაჩნდა ბუშტები, ესე იგი გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, გამოდის ნეგატიური ენერგია. აბაზანიდან ამოსვლის შემდეგ მაშინვე არ შეიმშრალოთ, უმჯობესია კანმა ცოტა შეიწოვოს წყალი.

 

ნაკურთხი წყლის გამოყენება 1 წელზე მეტხანს შეიძლება, მაგრამ უმჯობესია ყოველ წელს ახალი წყალი აიღოთ. ის ძლიერი ენერგეტიკული წყალია, ამიტომ მუდმივად მისი დალევა არ შეიძლება. წამალივით მიღება კი, როდესაც რაღაც გაწუხებთ, აბაზანებში დამატება, პირის დაბანა, პირის ღრუს გამოვლება და სხეულზე შესხურება ძალიან სასარგებლოა. მთავარია არ შეიმშრალოთ პირსახოცით, უნდა თვითონვე შეგაშრეთ. 

reitingi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !