-
2015-01-16 22:56
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს პარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ოდიშარია და მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ თევზაძე უპირისპირდებიან.
ლევან ოდიშარია აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი აბსოლუტურად არაკომპეტენტურია, ხოლო მისი გათავისუფლების შესახებ მინისტრის გადაწყვეტილება ოდიშარიამ გაასაჩივრა და ორ სასამართლო ინსტანციაში საქმე მოიგო კიდეც.
მინისტრის მიმართ თავისი ჩამოყალიბებული პრეტენზიები გააჩნია ლევან ყიფიანის ყოფილ მოადგილეს თამაზ თევზაძესაც, რომელიც ამბობს, რომ სპორტის სამინისტროში დაწყებული თითქოსდა რეორგანიზაციის პროცესი, სინამდვილეში, მის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯი იყო.
არც ოდიშარიას, არც თევზაძის ბრალდებებს თავად მინისტრი არ პასუხობს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კი აცხადებს, რომ ლევან ყიფიანი არ შედის დებატებში თამაზ თევზაძესთან, რადგან პატივს სცემს განვლილი წლების თანამშრომლობას.
ვიდეო, "რუსთავი-2"-ის სიუჟეტი