რა ხდება "თავისუფალ უნივერსიტეტში" - "ვისაც კახა "ჩაქუჩს ურტყამდა თავში", ლამისაა გადაწყვეტილების მიმღებებად გვევლინებიან"

Image

ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე პირმა, რომლებიც "თავისუფალ უნივერსიტეტში" კახა ბენდუქიძის მთავარ დასაყრდენებად და რჩეულებად ითვლებოდნენ, ზედიზედ განაცხადეს, რომ ახალ სამსახურს ეძებენ.

 

ნათია სამუშია და ირაკლი აფხაძე კახა ბენდუქიძისადმი არამარტო პატივისცემით გამოირჩეოდნენ, არამედ ცნობილია, რომ აწ გარდაცვლილი უნივერსიტეტის დამფუძნებელი და საქართველოს ნომერ პირველი რეფორმატორი მათზე დიდ იმედებსაც ამყარებდა. 

 

დღეს "ფეისბუქში" ორივე წერს, რომ "თავისუფალი უნივერსიტეტი" მზადაა, კურსი შეიცვალოს, ისინი კი კახა ბენდუქიძის იდეების წინააღმდეგ არ წავლენ და ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამასთან, ირაკლი აფხაძე წერს, რომ ბრძოლის ველის დატოვება ომის წაგებას არ ნიშნავს. 

 

"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, "თავისუფალ უნივერსიტეტში" კახა ბენდუქიძის დის ნუნუ ბენდუქიძის მიერ წარდგენილ, კახა ბენდუქიძის მეგობარს რეზო ვაშაკიძეს ვერ ეგუებიან. "თავისუფალი უნივერსიტეტის" "კახას ფრთის" პერსონალი ვარაუდობს, რომ აგრარული უნივერსიტეტის ქონების, კერძოდ მიწების გაყიდვა ან სახელმწიფოსთვის ჩუქებაა დაგეგმილი.

 

ჩვენი არხებით შევიტყვეთ ასევე, რომ ფორმალურ შვებულებაში გავიდნენ კახა ბენდუქიძის თანამოაზრეებიც, რათა მონაწილეობა არ მიიღონ კახა ბენდუქიძის იდეების საწინააღმდეგო გეგმების შედგენაში. 

 

რაც შეეხება ირაკლი აფხაძეს, ის წერს:

 

"გახსნილი ვარ სამსახურთან დაკავშირებული შემოთავაზებებისთვის! უნივერსიტეტებში აქვთ მცდელობა რადიკალურად შეცვალონ კურსი. 

 

ხალხი ვისაც კახა "ჩაქუჩს ურტყამდა თავში", ლამისაა გადაწყვეტილების მიმღებებად გვევლინებიან. ეს პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ უყვართ ან უნივერსიტეტები, ან კახა, ან სტუდენტები, ან კახას იდეები, ან ზრუნავენ მომავალ თაობაზე, ან აქვთ კეთილი ზრახვები... !!!პირიქით!!! (გარიგებულები არიან მთავრობასთან - ბბ-სთან)

 

ეს ბრძოლა მიმდინარეობს ორი კვირაა, არ იფიქროთ უნივერსიტეტის წინააღმდეგ ვმოქმედებ ამ განცხადებით. ჩემი და უფრო, ჩემი მეგობრების ბევრი შრომის და ოფლის შედეგია ბოლო დროინდელი წარმატებები, ამ ინერციას უნივერსიტეტი კიდევ დიდხანს არ დაკარგავს. უბრალოდ არ მინდა ამ ტემპების შენელება ჩემი ხელით გააკეთონ - ამის მონაწილე ვიყო.

 

მთავარი - ბრძოლის ველის დატოვება, არ ნიშნავს ომის წაგებას!!!

 

კახა ხშირად ამბობდა - ამათ ბოლოს მაინც დედას მოვუ****თო!
მოღალატეებო, გეშინოდეთ კახასი!..;

 

ნათია სამუშია, რომელმაც ასევე, უარი თქვა სამსახურზე, ერთერთ კომენტარად თავის კედელზე წერს:

 

"მე უფრო თავისუფალი რომ ვიყო კახას იდეებისთვის ბრძოლაში , ამიტომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მე არ ავიღებ ხელფასს კახას იდეების წინააღმდეგ მიმართული ბრძანებების შესრულებაში! მირჩევნია ვიყო უმუშევარი სესხით და გავყიდო ბინა. ყველაფერს გადავიტან , მაგრამ არასდროს დავთმობ ბრძოლას კახას იდეებისათვის..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !