
„ალიასთან“ ინტერვიუში საბერძნეთში მოღვაწე დეკანოზი, მამა ელიზბარ დიაკონიძე აცხადებს, რომ მამა ილიამ ის გმირობა გაიმეორა, რაც ექიმმა ჟორდანიამ ჩაიდინა.
„გახსოვთ თქვენ, ჟორდანიამ თვითმფრინავში მან იაპონელ ბავშვს მიაწოდა თავისი მაშველი რგოლი და ბავშვი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.
მამა ილიამ მაშველი რგოლი კი არ გადასცა, თავისი ადგილი დაუთმო დედა-შვილს.
ის გემის კათოლიკე კაპიტანთან ერთად ბოლომდე იდგა, ლოცვით ამხნევებდა მას.
არავინ იცის, იქნებ მართლმადიდებლურად მონათლა კიდეც სიკვდილის ჟამს ეს ადამიანი და რაც უფალმა ბრძანა ავაზაკის მიმართ, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო, ეგება ესეც განხორციელდა“, - აცხადებს დეკანოზი.
მისი თქმით, საბერძნეთში მამა ილიას ამ საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„საბერძნეთის ეკლესიამ, სადაც მეუფე ევქტარიოსია ათენისა და მთელი ელადის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, გამოაცხადა ერთკვირიანი ლოცვა ქართველი ბერი მამა ილიასადმი, რადგანაც მან ასეთი გმირობა ჩაიდინა“, - აცხადებს მამა ელიზბარი.