-
2015-01-16 14:08
დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ოჯახებს, რომლებსაც თბილისის მერია ბინის ქირას უხდის, უკვე მეორე თვეა, თანხა არ მიუღიათ.
მან დღეს მერიაში სპეციალური განცხადებაც შეიტანა და მერიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, დროულად ჩაურიცხონ სოციალურად დაუცველ და სხვა კატეგორიის ოჯახებს ბინის ქირის თანხა.
„გამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმე. ნუ დატოვებთ ცივ ზამთარში მოქალაქეებს ქუჩაში,"- აცხადებს ნიკა მელია.
ფინანსთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ პრობლემა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია და თვის ბოლოს ყველა ეს ოჯახი თანხას სრულად მიიღებს.