-
2015-01-15 16:11
დედაქალაქის ხუთი ყველაზე ცნობილი საროსკიპოს შესახებ ინფორმაცია Ambebi.ge-მ მოიძია.
მათი ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი მამრობითი სქესის უმრავლესობამ ზედმიწევნით იცის.
„დაგუგვლის“ დროს სიტყვა „ბორდელზე“ ერთ-ერთი მისამართი google earth-ზეც მოინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მომხმარებლები, რომლებიც კმაყოფილებას ვერ მალავდნენ მეძავის მომსახურებით, ერთმანეთს რეკომენდაციებს უწევენ და კომერციული სექს-მუშაკის ტელეფონის ნომერსაც აძლევენ:
„რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ქალის ანკეტა Odno-ზე, სადაც ირწმუნებოდა, რომ ფოტო ნამდვილად მისია. დავინტერესდი და გადავურეკე, ტელეფონზე არ მპასუხობდა, მერე SMS მივწერე და თვითონ გადმომირეკა. თავაზიანად განვუმარტე, რომ თუ მომატყუებდა და მის ნაცვლად ვინმე სხვა გამეჩითებოდა - მაგრად დაენძ*ეოდა. მითხრა, როცა მნახავ, ნამდვილად დარწმუნდები, რომ ფოტო ჩემიაო. მაგარი ნაშაა, მანჩო ქვია. 50 ლარად მაგარი გრძელფეხება ქალია", - წერს ფორუმის მომხმარებელი.
„დაგუგვლის“ და მცირე გამოკითხვის შემდეგ, 5 ყველაზე ცნობილი მისამართი შედგა.
ღამის ბარი „ჩილიმი“, იგივე „როენა მამიდას“ დაწესებულება. თავად როენა მხილებულია პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემაში. „როენა მამიდას“ ღამის კლუბი პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. „ჩილიმის“ მომხმარებლები ხუმრობენ, ჯერ როენა იყო აქ და შემდეგ აშენდა პოლიციის შენობა, ვინც პირველი იყო, იმას ეკუთვნისო.
სასტუმრო „ნატახტარი“ - ერთ-ერთი ყველა ცნობილი დაწესებულებაა, რომელსაც საროსკიპოს სახელი აქვს თბილისში დამკვიდრებული. „ნატახტარს“ დაცვის პოლიცია დაჰყურებს თავზე. ეს ისეთი დაწესებულებაა, სადაც „მეგობარ გოგონებთან" ერთად დადიან ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იქ ყოფნის დროს წყვილად გამოსული ბევრი გვინახავს.
სლოტ კლუბი, გავრცელებული სახელით „პალმები“. ეს „სლოტ კლუბი“ ვეტერანადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ამ ბიზნესში, რადგან ის უკვე ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს. მის უკან „Georgian water and power“-ის შენობა მდებარეობს.
ხუთეულში შემდეგია სასტუმრო „მწვანე“. მისგან დაახლოებით ასი მეტრის დაშორებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიციის შენობაა მთელ თბილისში, რომელიც მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, „მწვანე“ თბილისელ მამაკაცებს „სადამსჯელო სასტუმრო“ ჰგონიათ, იმ შემთხვევაში, თუ „მამიდას“ გლდანში გააბრაზებენ.
და ბოლოს, სასტუმრო-რესტორანი „საბუდარა“. მის გარშემო ვერ შენიშნავთ ვერცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, თუმცა მყუდრო გარემოსა და „გემრიელი კერძების“ გამო, ის კლიენტებს ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს. აქ მანქანებისა და ტაქსების ტევა აღარ აქვთ.