ვინ არის თამაზ, იგივე აჰმედ ჭაღალიძე, რომელიც აჭარის გათურქებით და ქრისტიანებს განადგურებით ემუქრება

Image

ბათუმელმა რადიკალმა მუსულმანმა, 27 წლის თამაზ, იგივე აჰმედ ჭაღალიძემ საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებსა და სამღვდელოებას  სირიიდან  მუქარის წერილი გამოუგზავნა.

 

„... გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმან ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით.

 

გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლებისა და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ", - წერდა თამაზ ჭაღალიძე.

 

ბათუმელი მუსულმანის ამ განცხადებას საზოგადოებამ აგრესიით უპასუხა, რასაც ჭაღალიძის მეორე განცხადება მოჰყვა:

 

„აფხაზეთი, ცხინვალი, მაგ კულტურით დაკარგეთ, რაც გაგაჩნდათ, ხოდა ახლა აჭარის დრო დადგა.

 

იგინეთ, ილანძღეთ, ბევრი თქვით, ეგ კარგია. მუსლიმანებს აიძულებთ, რომ აჯანყდნენ; ბრავო, ბრავო, გენიოსი ქრისტიანები ხართ, კაცთმოყვარედ წოდებულები. 200 კაცი იგინებით, ილანძღებით და ერთ მუსლიმანს ცუდი არ დაუწერია.

 

მერე იტყვით მუსლიმანი შეგვებრძოლაო, ჩვენს რელიგიას რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ამით დაისჯებით, ადრე თუ გვიან. ასე გააგრძელეთ, აჭარას დაკარგავთ, ჩვენ კი ჩვენს ისლამურ აჭარას შევქმნით, ვსო.

 

აჭარა შეუერთდება ხალიფატს. თუ კიდევ არ მოისვენებთ, სულ გაგანადგურებთ დინოზავრებივით, ისედაც ცოტაღა ხართ დარჩენილი, ისიც ნარკომანები, ყაჩაღები, ქურდები, "პიანიცები" და მახინჯები"... - დაწერა ჭაღალიძემ.

  

„ალიასთან“ საუბარში  ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ  განაცხადა, რომ სირიაში მებრძოლი ჭაღალიძის ეს მუქარა მნიშვნელოვანია. მას ამ მუქარის  განხორციელება ამ წუთში არ შეუძლია, მაგრამ 6-7 თვის მერე რა მოხდება, კაცმა არ იცის.

 

„ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფო ფხიზლად. მიიღოს ზომები ტერორიზმთან საბრძოლველად. როგორც ჩანს, ან საერთო ბრძანებაა გაცემული, რომ მოახდინონ შეტევა დასავლეთზე და დასავლეთის მოკავშირეებზე, „ალ-ქაიდა“ იქნება თუ ისლამური ხალიფატი, ან ეს არის  ადგილობრივი ისლამისტების ინიციატივა..

 

უზბეკი ისლამისტების მუქარა გავრცელდა, ასევე, იტალიაში. რაც შეეხება საფრანგეთს, ეს არის კონკრეტული პირების დანაშაული, რომელთაც ინფორმაცია მიიღეს ალჟირელი, ლიბიელი სპეცსამსახურებისგან.

 

ადამიანი ლაპარაკობს კონკრეტული მისამართებით, მუქარა სახეზეა, ეს კანონმდებლობით ისჯება და მისახედია ეს კაცი,“ - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, ის ჭაღალიძესთან კარგა ხანს მეგობრობდა.

 

„ის კოკო გამსახურდიას პარტიის ერთ-ერთი კარგი აქტივისტი იყო, ჩართული იყო სააკაშვილის განდევნის პროცესში, მაგრამ მას არავინ აღიქვამდა, როგორც პოლიტიკოსს. დიდად რადიკალი არასდროს ყოფილა. ხულოს რაიონში დაიბადა, გლეხის ოჯახში. ბათუმში ცხოვრობდა წლებია, სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრა და ასევე ხულოს რაიონში პანსიონატში მუსლიმანთა სასწავლებელში სწავლობდა.

 

 ხშირად ვხედავდი ბათუმში მდებარე სამლოცველოში. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ერთი უბრალო გლეხი ბიჭი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი თამაზ ჭაღალიძეს ასეთ ვითარებაში, რადგან ქათამიც კი არა ჰყავს დაკლული.  ბოლოს ის ცხოვრობდა ე.წ. მუყაოს ქალაქში, მძიმე პირობებში, ამ დროს უკვე გამოირჩეოდა აქტიურობითა და აგრესიულობით, ატარებდა აქციებს...

 

ბოლო რამდენიმე წელი არ მინახავს, გაზეთ „ბათუმელების“ მეშვეობით გავიგე, „შახიდობაზე“ ოცნებობდა და ტერორისტი გამხდარა. მართლა გული მეტკინა. ზემო აჭარაში მძიმე ეკონომიური პირობების ფონზე ცხოვრობენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები.

 

ისინი მუსლიმანთა პანსიონატებში ცხოვრობენ, რომლებიც მოწყობილია თანამედროვე პირობებით, სწავლა გაძლიერებულია. აქ კაცის კვლას არ ასწავლიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან თურქეთში სახაჯიოზე და შემდეგ ბრუნდებიან სულ სხვანაირები.

 

...არის შანსები იმისა, რომ სხვა ვინმე ჩაერთოს ამ პროცესებში, თუნდაც მისი მეგობრები, რომლებიც წლებია პანსიონატში ცხოვრობდნენ. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები. დღეს გაღატაკებულ, დაბაჩავებულ და გაბოროტებულ ადამიანს ბევრი რამე შეუძლია, თუნდაც ფულის სანაცვლოდ. თამაზმა აღმიწერა, რომ ამერიკელებმა მისი მეგობრები მის თვალწინ მოკლეს და ის უკვე მზადაა ყველაფრისთვის, უკვე კარგად მომზადებულია“- განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ.

 

„ალიასთან საუბარში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 330-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ტერორიზმისკენ მოწოდებას. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !