
myauto.ge-ზე 10 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, იყიდება "მერსედესის" მარკის დაჯავშნული ავტომანქანა, რომლითაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გადაადგილდებოდა.
განმცხადებლის აღწერის მიხედვით, ავტომანქანა იდეალურ მდგომარეობაშია, რაც გამოქვეყნებულ ფოტოებზეც ჩანს. ავტომანქანა "მერსედეს 125", 210.000 კმ-ის გარბენითა და რვა ცილინდრიანი 5.600 სიმძლავრის ძრავით 1985 წელსაა გამოშვებული. საიტზე ავტომანქანის საფასურად 32.000 აშშ დოლარია მითითებული.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ამ "მერსედესისთვის" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის დახარჯვის გამო მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგი დღესაც პოლიტიკაშია, მკაცრად აკრიტიკებდნენ.
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, გერმანიაში ამ მანქანის შესაძენად კახი ასათიანი და გურამ აბსანძე იყვნენ ჩასული. მაშინ ბიუჯეტის ხარჯით ორი ავტომანქანა შეიძინეს, რომელთა ღირებულება, საერთო ჯამში, დაახლოებით 200.000 გერმანული მარკა იყო.